სტამბოლის ქართველობის ორგანიზაციები:
თურქეთელი ქართველების საზოგადოებები შექმნილია თურქეთის ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში-შავი ზღვის რეგიონი, მარმარას ზღვის რეგიონი და ქ. სტამბოლი. ამ საზოგადოებებში მიმდინარეობს ენის სწავლება-ქართული ენის შემსწავლელი კურსების სახით, ეს საზოგადოებები ხელს უწყობენ ქართული სოფლების საშუალო სკოლებში ქართული ენის-როგორც შერჩევითი საგნის, ამოქმედებას, საზოგადოებები მართავენ კულტურულ-საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლებზეც იწვევენ კულტურის მოღვაწეებს საქართველოდან. ქართული საზოგადოებების საქმიანობის ახალ მიმართულებად ყალიბდება ქართული გვარების დაბრუნების პროცესი.
თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორა განლაგებულია ორ ძირითად რეგიონის დასახლებულ პუნქტებში: მარმარილოს ზღვის რეგიონი (Marmara Bölgesi) შავიზღვისპირის რეგიონი ( Karadeniz Bölgesi) და ქ.სტამბოლში.
ქართულ დიასპორას კომპაქტური დასახლების ადგილებში შექმნილი აქვს კულტურულ-საქველმოქმედო საზოგადოებები (Dernek).
ქ.სტამბოლი:
„თურქეთ – საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი“: ( Türk Gürcü Eğitim ve Kültür Vakfi)
მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედიან თურქეთის ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები. თავმჯდომარე ბატონი ისმეთ აჯარია (İsmet Acar)
„საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოება“ ( Gürcistan Dostluk Derneği).თავმჯდომარე ალი რიზა ალთუნელი. (Ali Riza Altunel)
საზოგადოება დაარსდა 2005 წელს ქ. სტამბოლში. საზოგადოებასთან მოქმედებდა ქართული ენის შემსწავლელი კურსები. საზოგადოება გამოსცემს ისტორიულ და კულტურულ კვლევებს ოსმალეთში ქართული წარმოშობის საზოგადო მოღვაწეების შესახებ. ამ მხრივ აღსანიშნავია ჩვენი თანამემამულის, ორდუელი ქართველის მურად ქასაბის (Murat Kasap) მოღვაწეობა. მან გამოსცა რამოდენიმე მონოგრაფია ოსმალეთში, თურქეთში მოღვაწე ქართველებზე, ასევე გადაიღო დოკუმენტური ფილმი თურქეთელ ქართველებზე, რომლის პრეზენტაცია განხორციელდა თურქეთში.
„ქართული კულტურის ცენტრი“ (Gürcü Kültür Merkezi Derneği) თავმჯდომარე ფეჰმი უზალი უსტიაშვილი (Fehmi Uzal)
„კულტურის ცენტრის“ ძალისხმევით ტარდება კონფერენციები საქართველოდან მოწვეული მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწეთა მონაწილეობით, რაც თურქეთელი ქართველების დიდ ინტერესს იწვევს და უღვივებს მათ ქართულ კულტურასთან ერთიანობის შეგნებას. „კულტურის ცენტრში“ მუდამ მოქმედებდა ქართული ენის შემსწავლელი კურსები.კურსების მასწავლებელი 2019 წლამდე არის მანანა გურგენიძე, იმ დროისათვის თურქეთში მოღვაწე ქართველი.
,, ქართული ენის სწავლების პლათმორმა,,დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი ეშრეფ ილმაზი (Eşref Yılmaz). პლათმორმის ერთადერთი დანიშნულება ქართული ენის სწავლებაა ყველა მსურველისათვის, პირველ რიგში ეთნიკური ქართველებისათვის.
„ქართული ხელოვნების სახლის“ (Gürcü Sanat Evi) კულტურულ პროგრამებს ახორციელებს მუსიკოსი იბერია ოზქან მელაშვილი (İberia Özkan) რომელიც ხალხური სიმღერის ანსამბლი „ქაფდაღის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია. ანსამბლის რეპერტუარში, ადგილობრივ სიმღერებთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოლიფონიური სიმღერები.
,,ქართული კულტურის სახლი,,
2010 წელს დაარსდა, რომლის პრეზიდენტი ბატონი ერდალ ქუჩუქია. ქართული კულტური სახლის წყალობით შესაძლებელი გახდა ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა, ქართული ინსტრუმენტებისა და ცეკვის კურსების გახსნა. ეწყობა სხვადასხვა ქართული კულტურის საღამოოები,გამოფენები, კომფერენციები, წიგნის წარდგენის დღეები და სხვა მსგავსი ათობით აქტოვობა.
,,შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი,,
2017 წელს დაფუძვნდა სეზენ გონენჩ ოქჯანისა (სალომე ბარამიძე) და ორჰან ბერიძის ინიციატივით. ასოციასიის თავმჯდომარეა ქალბატონი სეზენ გონენჩ ოქჯანი.
ასოციაცია ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული კულტურის გაცოცხლებასა და აღორძინებას თურქეთის რესპუბლიკაში.
ყველაზე მთავარი კი კულტურის ცენტრისათვის – შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის ,, ვეფხისტყაოსანის,, როგორც მსოფლიო შედევრის გაცნობაა თურქეთელი ქართველებისთვის.
„ბეიქოზი– ბათუმის ქართული კულტურის საზოგადოების“ (Beykoz– Batum Havalisi Yardımlaşma ve Kültürel Dayanışma Derneği) თავმჯდომარეა ალი ქემალ ქილიჩი (Ali Kemal Kılıç). ის სტამბოლის ბეიქოზის რაიონში მდებარეობს. ბეიქოზის რაიონის 250 ათასი მოსახლიდან 30 ათასამდე ქართველია. საზოგადოების წევრებს აქვთ სურვილი, შეისწავლონ მშობლიური ენა, ჩამოაყალიბონ ქართული ცეკვის ჯგუფი, ახლოს გაეცნონ საქართველოს. ისინი მართავენ ქართული კულტურის საღამოებს, სადაც იწვევენ ხელოვნებს საქართველოდან.
ყოველ წელიწადს, ზაფხულში 10 დღის გნმავლობაში, ბეიქოზი დიდ მინდორზე მასპინძლობს ფესტივალს, სახელწოდებაც ,, ჩაირის (მინდორის) ფესტივალი,, აქედან ეწოდება.
ფესტივალზე ყოველ საღამოს 3000 მდე ადამიანი იკრიბება. ბეიქოზში მოქმედი 16 ასოციაცია რიგრიგობით წარმოადგენს მუსიკალურ ნომრებს. ერთ–ერთი საღამო ქართული საღამოა. ქართული ჰანგები , ქართული სიმღერები ბეიქოზელებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე იმ საღამოს ყველას შეუძლია დააგემოვნოს ხინკალი და სხვა ქართული საჭმელები. ბეიქოზი, სტამბოლის ერთი რაიონი, რომელთანაც უკვე ორი წელია დედა ენის საკვირაო კურსები მაკავშირებს. უღრმესი მადლობა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ალი–ქემალს, რომელმაც მიმიწვია მასწავლებლად.
ბეიქოზის ქართველობა ძალიან თბილია და მე ბედნიერი ვარ რომ ისინი გავიცანი. გასულ წელს 28 მოსწავლე გვყავდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბეიქოზის მერს და სახალხო განათლების უფროსს ბატონ მუსტაფა მამურს საკლასო ოთახისგამოყოფისთვის.წელს 35 მოსწავლე მივიღეთ. მომავალი წლისთვისაც უკვე განცხადებები შემოსულია. ყველა სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს, როგორც გასულ წელს.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს საქართველოდან, ვინც კურსებისათვის წიგნები გადმომცა საჩუქრად. უღრმესი მადლობა ძვირფას მწერალს და კალიგრაფისტს ქალბატონ ცისანა ანთაძეს, რომელმაც თავისი ხელით დახატული ანბანი გვისაჩუქრა.
მადლობა თითოეულ ჩემს მოსწავლეს მათთან გატარებული ორი წლისათვის.
დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები და ტური ბათუმში, რათა უფრო კარგად გავაცნო მათ საქართველოს ისტორია, კულტურა და გეოგრაფია.
გამოყენებულია პროფესორ, ისტორიის დოქტორის, ბატონი ზაზა წურწუმიას მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული მასალა