დღეს თურქეთმა ეროვნული სუვერენობისა და ბავშვთა დღესასწაულის 100 წლისთავი იზეიმა , 23 აპრილი თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია , ეს დღესასწაული უკვე ერთ საუკუნეს ითვლის .
სახელმწიფო სამართლის მეცნიერებაში ასხვავებენ სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო სუვერენიტეტს. სახელმწიფო სუვერენიტეტი ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეროვნულ სუვერენიტეტს უწოდებენ ერის სრულუფლებიანობას, მის პოლიტიკურ თავისუფლებასა და რეალურ შესაძლებლობებს, განსაზღვროს თავისი ცხოვრების ხასიათი პოლიტიკური თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით. სახალხო სუვერენიტეტი არის ხალხის სრულძალაუფლებიანობა, მისი უფლებამოსილება, რეალურად მონაწილეობდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმეების მართვაში.
შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი , რომ მუსტაფა ქემალ ათათურქმა (სახელმწიფო, ეროვნულ და სახალხო ) ამ სამი მოდელიდან , აირჩია ეროვნული სუვერენიტეტის მოდელი . დააწესა ეროვნული სუვერენობის დღესასწაული და მას დაუკავშირა ბავშვთა დღეც.
ყველამ კარგად ვიცით , რომ მსოფლიოში არსებობს ბავშვთა საერთაშორისო დღე პირველი ივნისი .
ისმის კითხვა რატომ ზეიმობს თურქეთი ბავშვთა დღეს 23 აპრილს და არა 1 ივნისს , როგორც დანარჩენ ქვეყნებში , მსოფლიოს მასშტაბით…
1 ივნისი თურქეთში თითქმის არ იციან , ან მხოლოდ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მეცადინეობის შედეგად თუ გაუგია , საზოგადოების ძალზე მცირედ ნაწილს .
ბავშვთა დღესასწაულს იმავდროულად უწოდო ეროვნული თვითგამორკვევის დღე , ეროვნული პოლიტიკური ნების გამოხატვის უფრო ძლიერი ნება ალბათ ძნელად წარმოსადგენია . ყველა ბავშვი , რომელიც ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში , რაღათქმა უნდა ყოველწლიურად იზიარებს და ზეიმობს 23 აპრილს .
3 და 4 წლის ბავშვებმაც კი , უკვე ზეპირად იციან ის მნიშვნელოვანი ეროვნული ჰანგები , რომელიც თურქეთის ნაციონალურ თვითგამორკვევას ასხამს ხოტბას .
დღევანდელი , 23 აპრილი , რომელიც უდაოდ გრანდიოზულად უნდა აღნიშნულიყო , როგორც 100 წლის თავი , თურქეთმა უჩვეულოდ აღნიშნა , მილიონობით ბავშვი და არა მხოლოდ ბავშვი , მათი უფროსებიც , ეროვნული სუვერენიტეტის დღესასწაულს საკუთარი სახლების ფანჯრებიდან , აივნებიდან და ეზოებიდან შეეგება .
ახალი კორონა ვირუსის – კოვიდ – 19 ის მსოფლიო საზოგადოებრივი ინსტრუქციების დაცვის პასუხისმგებლობა , ერონული თვითგამორკვევის მოსურნე თურქ ხალხსაც დაევალა . თუმცა ფერად – ფერადი დეკორაციებითა და მუსიკალური გაფორმების თანხლებით , თურქეთმა შეძლო 23 აპრილის დღესასწაულის აღნიშვნა და კიდევ ერთხელ მილიონობით მოქალაქის გაერთიანება . ეროვნული პრინციპებისა და თვითგამორკვევის დევიზით , რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა
,,შენი სახლის ფანჯრიდან შეხვდი 23 აპრილს , ეროვნულ დღესასწაულს , ჩვენი ბავშვების დღესასწაულს , თურქეთის უკეთესი მომავლისთვის , დარჩი სახლში ,, !