Adjara Radyo kuruluşunun 90. yılını kutladı. Benzersiz bir tarihe sahip olan radyo 23 Mayıs 1925’te yayın hayatına başladı. 23 Mayıs 1925 aynı zamanda Gürcistan radyosunun da kuruluş günü olarak kabul ediliyor. 1925 yılında Tiflis Navtlugi’de 300 kilometrelik bir yarıçapla 120 metrelik bir askeri radyo kulesi ile yarı sivil olarak yayına başlandı.
——————————————————————————————————-
დღეს აჭარის რადიო 90 წლის გახდა, უნიკალური ისტორიისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მედია საშუალება, 1930 წლის 23 მაისიდან დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ მისი მსმენელი ყოველთვის იყოს მოვლენების საქმის კურსში, შეიქმნას სასიამოვნო განწყობა და მოუსმინოს უნიკალურ საარქივო მასალას. თითქმის 7 წელია რადიო აჭარა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს, რაც იქ მომუშავე ადამიანების თქმით, პასუხისმგებლობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. დღეს, ქართული რადიოს დღეცაა.
1925 წელს, თბილისში, ნავთლუღში 120 მეტრიანი სამხედრო რადიო ანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა. მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა 23 მაისს დაიწყო. სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.
tanıtım & რეკლამა
https://www.facebook.com/teokasdizayn/
სილამაზის სალონი ” თეო თეო ” , რომელიც ფუნქციონირებს სტამბოლში , უმრანიეს რაიონში , გელით სადღესასწაულო განწყობითა და მრავალი სიახლით. მიბრძანდით სალონ ”თეო თეო” ში . თქვენ მოგემსახურებათ , უსაყვარლესი ადამიანი და საკუთარი საქმის პროფესიონალი , თეონა ცეცხლაძე . თეონა თავად არის სალონის მესაკუთრე . ორმაგად დასაფასებელია ის შემართება და მიღწეული წარმატებები , რასაც თეომ საკუთარი ძალებით , გარჯითა და მონდომებით მიაღწია უცხო ქვეყანაში . მართალია თეონა დიდი ხანია თურქეთში ცხოვრობს , მაგრამ ადვილი არ არის უცხოელისთვის ადგილის დამკვიდრება და საკუთარი , თუნდაც მცირე ბიზნესის ფლობა . ასე რომ ვეწვიოთ მას , საკუთარი თვალით ვნახოთ , სალონი ”თეო თეო” , სადაც ასევე გელოდებათ სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილი სიურპრიზი და რაც მთავარია , მაღალპროფესიონალური მომსახურების დონე .