”Gürcistan dünya ülkeleri tarafından Covid-19 salgını ile mücadele sürecini başarılı bir şekilde yöneten bir ülke olarak kabul edilmekle birlikte ziyaretçiler için de güvenli ülkeler arasında yer alıyor!”
Fehmi Uzal Ustiaşvili: Sayın Büyükelçi, Bu söyleşiyi Türkçe ve Gürcüce olarak yayınlanan Gürcü haber Portalı / ქართული ამბების პორტალი okurları için yapıyoruz. Öncelikle bize zaman ayırdığınız için teşekkür ederim. Gürcistan’da Covid-19 pandemi tehlikesi tam olarak kontrol altına alınabildi mi? Ülke,1Temmuzda belli ülkelerden turist kabul etmeye başlayacak. Bu karar hangi ülkelerden gelecek turistleri kapsıyor?
Giorgi Janjgava: Öncelikle sizi ve okurlarınızı saygıyla selamlar, ilginiz için teşekkür etmek isterim. Gürcü Haber Portalı/ქართული ამბების პორტალი gibi iki ülke için önemli haberlerle
güncel bilgilerini yayınlayan bilgi platformun var olması çok sevindirici. Bu mühim girişimi başarıyla gerçekleştiren herkese, özellikle şahsınıza ve değerli ekibinize; emeklerinizden ötürü teşekkürlerimi sunar ve derin saygımı belirtirim. Bildiğiniz gibi, Gürcistan’da ilk korona virüs (Covid-19) vakası 26 Şubat 2020 tarihinde tespit edildi. Ülkedeki kayıtlı vaka sayısı güncel bilgilere göre 851’e, iyileşenlerin sayısı ise 702 ye ulaşmış durumda. Maalesef, hayatını kaybeden 13 vatandaşımız bulunuyor.
Gürcistan; Dünya ülkeleri tarafından Covid-19 salgını ile mücadele sürecini başarılı bir şekilde yöneten bir ülke olarak kabul edilmekle birlikte ziyaretçiler için güvenli ülkeler arasında yer alıyor. Gürcistan hükümeti tarafından Turizmin yeniden canlandırılması amacıyla “Krizle Mücadele Planı” geliştirildi ve güvenliği sağlamak için alınması gereken tedbirler belirlenerek uygulamaya geçildi. Aynı zamanda, ziyaretçiler için emniyetli destinasyonları tespit etmek ve güvenli seyahat koridorlarını oluşturmak yönünde üst düzey temaslar ve görüşmeler sürmektedir. Küresel salgın döneminde, iç turizmin ön planda olacağı öngörülse de Gürcistan Turizm Sektörü için uluslararası ziyaretçileri kabul etmek ayrı bir önem taşımaktadır. Gürcistan hükümetinin ilk önceliği vatandaşlarının sağlığını korumak ve Covid-19 salgını ile mücadelede elde edilen başarının devamını sağlamaktır. Bunun yanı sıra, Baltık Ülkeleriyle, Polonya, Macaristan, Çek Cumhuriyeti, İsrail vb. ülkelerle aktif görüşmeler sürüp söz konusu yerlerde salgının kontrol altına alınıp alınmadığına bakılarak ziyaretçileri kabul etme kararı verilecektir.
Salgınla mücadele kapsamında, tüm otel ve konaklama yerleri için özel talimatların uygulanması şart koşuldu. Turizm tesisleri; Sağlık Bakanlığımız tarafından kontrol edilerek bakanlıkça belirlenen tedbirlerle önlemlerin alınmış olması halinde açılacak, yerli ve yabancı turistler kabul edilebilecektir.
Yukarıda söylenenler ışığında, güvenli seyahat koridorunu oluşturarak 1 Temmuz 2020 tarihi itibariyle kara hudutları ile hava sahasının açılması, uçuşların kademeli olarak başlaması planlanıyor.
Komşumuz ve stratejik ortağımız olan Türkiye’ye gelince: her iki ülkeyi ilgilendiren güncel meseleleri değerlendirmek ve bir nevi eylem planını oluşturmak için hükümetlerimiz arasında yoğun temaslar sürüyor. Bu bağlamda, son dönemlerde Gürcistan ve Türkiye Cumhurbaşkanları, Dışişleri Bakanları, Ekonomi ile Turizm Bakanları arasında verimli telefon görüşmeleri
gerçekleştirildi.
Fehmi Uzal Ustiaşvili: Covid-19 / Pandemi döneminde iki dost ülke hükümetleri örnek bir dayanışma içinde oldular! Bu zor dönemde geliştirilen dayanışma, halklarımız tarafından da takdirle karşılanıyor. Göreviniz nedeniyle süreci yöneten Gürcistan Ankara Büyükelçisi olarak bir değerlendirme yapabilir misiniz?
Giorgi Janjgava: Gürcistan ve Türkiye arasında mevcut olan istikrarlı stratejik ortaklık ve iyi komşuluk ilişkileri pandemi döneminde daha da pekiştirildi. Bu zor günlerde bile işbirliğimizin temposu hiç azalmadı diyebilirim. Çin’de salgının ilk vakaları baş gösterir göstermez, Wuhan’da mahsur kalan Gürcistan vatandaşları Türkiye’nin yardımıyla tahliye edildi.
Türkiye Cumhuriyeti’nin ilgili makamlarınca verilen izinlere istinaden, ülkede yaşayan vatandaşlarımızla denizcilerimizin hiç bir engele takılmadan yurda dönmeleri sağlandı.
Türkiye, Uluslararası Sağlık Hizmetleri Anonim Şirketi’ni (USHAŞ)’ı kurarak Uluslararası Sağlık Turizmi’ne destek ve işlemleri kolaylaştırmak açısından önemli bir adım attı. Böylece 20 Mayıs 2020 itibarıyla yabancı ve Gürcü hastaların Türkiye’ye gelip tedavi almaları mümkün kılındı. Ayrıca, bu günlerde dünya çapında yüz maskesi hammadde kıtlığının yaşanmasına rağmen, Türk Makamları ve özel sektörün paha biçilemez yardımları ve Büyükelçiliğimizin çabalarıyla, yüz maske üretimi için gerekli hammadde; Türkiye’den temin edildi ve gerekli izinler sağlanarak Gürcistan’a gönderildi. Ayrıca, TİKA- Türk İşbirliği ve Koordinasyon Ajansı Başkanlığı, Türk Kızılayı, Gürcü ve Türk İşadamları Derneği tarafından ülkemizde başlatılan yardım kampanyasını son derece olumlu buluyorum.
Diğer yandan Gürcistan, ülkede ve bölgede kalan Türkiye Cumhuriyeti vatandaşlarının yurda dönme sürecini önemli ölçüde kolaylaştırdı. Bununla birlikte, ülke hükümetlerinin olağanüstü dayanışma ve işbirliğiyle, Çin, Rusya, Kafkasya, Orta Asya ve Avrupa Ülkelerinden yapılan uluslararası yük taşımacılığına hiçbir kısıtlama getirilmedi ki bu çok ehemmiyetli bir husustur.
Ayrıca, Türkiye Cumhuriyeti tarafından; Covid-19’un yayılmasını önlemek amacıyla alınan son derece etkili tedbirler sayesinde ülkenin en kısa zaman içerisinde normale dönmüş olması takdire şayandır.
Önemli sorularınız ve her iki ülke için büyük önem arz eden konuları değerlendirme fırsatı verdiğiniz için bir kez daha teşekkür etmek isterim. Söyleşimizin sonunda, şahsınıza ve kıymetli okurlarınıza öncelikle sağlıklı yaşam diler,
başarılarınızın devamını temenni ederim.
Fehmi Uzal Ustiaşvili: Gürcü Haber Portalı ve arkadaşlarım adına çok teşekkür ediyorum.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა: საქართველო – პანდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია
ესაუბრა ორენოვანი Gürcü haber Portalı / ქართული ამბების პორტალის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი ფეჰმი უზალ უსტიაშვილი.
www.gurcuhaber.com (Gürcü haber Portalı / ქართული ამბების პორტალი)
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: ბატონო ელჩო, ეს ინტერვიუ ორენოვანი Gürcü haber Portalı / ქართული ამბების პორტალზე გამოქვეყნდება.
უპირველეს ყოვლისა, მადლობა, რომ ძვირფასი დრო დაგვითმეთ. ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ახალ კორონა ვირუსთან (Covid -19) ბრძოლის თვალსაზრისით და რამდენად ექვემდებარება სიტუაცია კონტროლს? ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო 1 ივლისიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღებს. რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ საქართველოში მოგზაურობა?
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა:
მოგესალმებით თქვენ და თქვენს მკითხველებს!
უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ინტერესისთვის. სასიხარულოა, რომ არსებობს Gürcü Haber Portalı/ქართული ამბების პორტალის მსგავსი საინფორმაციო პლატფორმა, სადაც შუქდება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები და ინფორმაციები. კიდევ ერთხელ, გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას პირადად თქვენდამი და თქვენი გუნდისადმი, ამ ინიციატივის წარმატებულად განხორციელებისათვის.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული 851 შემთხვევა გვაქვს, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 702. სამწუხაროდ, გვყავს 13 გარდაცვლილიც. საქართველო – პანდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ იქნა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომლის საფუძველზეც ინერგება უსაფრთხოების ახალი სტანდარტები. აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირებისა და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის მიმართულებით. შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, თუმცა, ამავდროულად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორების მიღება. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამავდროულად, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სხვ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით.
ასევე, ამოქმედდა სპეციფიკური რეგულაციები სასტუმროებისთვის, რომლის თანახმადაც განთავსების ყველა ობიექტს ადგილზე შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო და მხოლოდ მათთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ ისინი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მასპინძლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 1-ლი ივლისიდან, იგეგმება სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, ასევე, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარნტიორს – თურქეთს, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია და მიმდინარეობს მუშაობა, რათა ერთობლივად განისაზღვროს ერთგვარი სამოქმედო გეგმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შედგა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრების საკმაოდ ნაყოფიერი სატელეფონო საუბრები.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, ორი ქვეყნის მთავრობამ შესაშური ურთიერთ სოლიდარობა გამოავლინა. ამ რთულ პერიოდში ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის ფაქტს მოქალაქეთა მხრიდანაც უაღრესად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენ, როგორც მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ელჩი, როგორ შეფასებას გააკეთებდით?
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა:
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მყარი სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. ამ რთულ პერიოდშიც კი, ფაქტიურად არ შენელებულა ურთიერთთანამშრომლობის ტემპი. ჩინეთში კორონა ვირუსის გავრცელებისთანავე, სწორედ თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით გახდა შესაძლებელი უხანში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. თურქეთის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ასევე, მეზღვაურები, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში.
თურქეთმა, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ”-ის სახით, შექმნა მოქნილი მექანიზმი სამედიცინო ტურიზმის განსაახლებლად და 20 მაისიდან უცხოელ და მათ შორის ქართველ პაციენტებს უკვე მიეცათ ქვეყანაში სამკურნალოდ ჩამოსვლის შესაძლებლობა; ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დიდ დეფიციტს წარმოადგენს, თურქეთის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის ფასდაუდებელი დახმარებითა და საელჩოს დიდი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა პირბადეების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მოძიება თურქეთში, შესაბამისი ნებართვების მოპოვება და საქართველოში ჩატანა. ცალკე აღნიშვნის ღირსია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციები.
თავის მხრივ, საქართველომ საგრძნობლად გაუადვილა ქვეყანაში თუ რეგიონში ჩარჩენილ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამავდროულად, ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთ სოლიდარობითა და შეთანხმებით, არ შეფერხებულა საერთაშორისო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან, რუსეთიდან, კავკასიის, შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია.
აღსანიშნავია, რომ თურქეთმა Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უაღრესად ეფექტური ზომები მიიღო და სწორედ ამის წყალობით, ქვეყანა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საინტერესო კითხვებისა და ორი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობისათვის.
დასასრულს კი, პირადად თქვენ და პორტალის მკითხველებს, გისურვებთ პირველ რიგში, ჯანმრთელობას და წარმატებას შემდგომ საქმიანობაში.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი: მადლობას გიხდით Gürcü haber Portalı/ქართული ამბების პორტალის სარედაქციო კოლეგიის სახელით.
პირველ რიგში, ჯანმრთელობას და წარმატებას შემდგომ საქმიანობაში.