მეგობრებო, დილა მშვიდობისა. აი კვირაც მოვიდა და მეც აქ ვარ.
პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო საქარიაში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს გამოჯანმრთელება ვუსურვო. უფალი იყოს მათი მფარველი.
ეხლა კი საკვირაო გალერეას დავუბრუნდეთ და დღევანდელი სტუმარი გაიცანით.
დღეს გალერეას სტუმრობს პატარა, ძალიან ჭკვიანი, 7 წლის
მერთ ქაზანჯი.
მერთი 2012 წელს დაიბადა სტამბოლში. მისი დედა ნანა ავალიანი ქართველია.
ის სტამბოლში, ერთ-ერთ წამყვან საავადმყოფოში ( მედიკალ პარკი) თარჯიმანია.
მერთს შეძენილი აუტიზმი აქვს. სწორედ ამ დაავადებამ მას ხატვა დააწყებინა.
3 წლის ასაკში პირველად დახატა ბუნება. მას შემდეგ შექმნა ბევრი ნახატი.
ის იყენებს ფერად ქაღალდებს ნახატის შესაქმნელად.
უყვარს ადამიანები, ბუნება, ცხოველები. განსაკუთრებულად სუფთაა. აქვს ოცნებები, როგორც ყველა ბავშვს. იმედია წლების შემდეგ მერთს ცნობილი მხატვრის ამპლუაში ვიხილავთ.
პატარამ იცის, რომ ნანა დედიკო მუდამ გვერდითაა და ამით ძალიან ბედნიერია.
უფლის წყალობა ვუსურვოთ პატარა ვაჟკაცს და ულევი წარმატება.
Dostlarım hayırlı sabahlar diliyorum, herkese günaydın.
İşte bir Pazar Günü daha geldi ve ben buradayım. İlk olarak Sakarya’daki patlamada hayatını kaybedenlere rahmet, yakınlarına ise başsağlığı diliyorum. Allah yardımcıları olsun.
Şimdi ise haftalık galerimize dönüp bugünkü konuğumuzu tanıyalım.
Bugünkü galerimizin misafiri küçük ama çok akıllı 7 yaşında Mert Kazancı. Mert 2012 yılında İstanbul’da dünyaya geldi. Annesi Nana Avaliani bir Gürcüdür. O İstanbul’da bir bir hastanede (Medikal Park) tercümanlığını yapıyorum. Mert’de edinilmis otizm var. Bu hastalık onu ressamlığa yönlttİ. 3 yaşında ilk olarak doğa resmi çizdi. Bundan sonra bir çok resim yaptı.
O renk olarak kağıtların çizgilerini malzeme olarak kullanıyor. İnsanları,doğayı ve hayatı seviyor. Her çocuk gibi hayalleri var. Umarım yıllar sonra Mert tanınmış ressamlar arasına girer. Küçük Mert annesi Nana’nın hep yanında olduğunu hissediyor ve bundan dolayı çok mutlu. Allah yardımcısı olsun. Küçük beye sonsuz başarılar dilerim.