მღერით მომდინარ ალაზანსა-დ, წისქვილ ჴევს ვენაცვლ!
_______________________________________________
დიდ სიყვარულის, ბევრ სიკეთის,
დამტევ გულს ვენაცვლ,
ჭაღარ თმიანთა-დ,
შენ კერა’ზე გასაზრდელთ ვენაცვლ,
ძველ ციხის ქავსა-დ,
აკლდამ’აის შუკუ’მას ვენაცვლ,
საყდრის თავ მოსრულ,
ობოლ ფიჭვსა-დ, სამრეკლოს ვენაცვლ.
ლეკაეთ ყორეს, პურის საცხობ,
ი’იმ ძველ ფეჩს ვენაცვლ,
საფრინ’დაოსა-დ, პეტრე ღვდელის სამარეს ვენაცვლ,
ევგენა ბებოს შინ დარჩენილ,
სიძველეს ვენაცვლ,
მაღალოელსა-დ, ლაღ იაჴსარს,
მაგათ მადლს ვენაცვლ.
ვეშაგურთასა-დ, სადროშ’აეს,
დიდ ლაშარს ვენაცვლ,
ჴევსურთ მოესა-დ, ჴევსურთ წაეს,
ხინწ ვაკეს ვენაცვლ,
საცხვრე ბილიკ’ას, კაკანიას,
იქოს გორს ვენაცვლ,
რეზო პაპის ჭერს, სამარეებს,
ი’იქ მწოლებს ვენაცვლ.
მღერით მომდინარ ალაზანსა-დ,
წისქვილ-ჴევს ვენაცვლ,
ჩქვაფ-ჩქვიფით დაღლილს,
ამირღვებულ დართლოს ჴევს ვენაცვლ,
მთიბავის მლოდნარ ყვავილიან,
სათიბებს ვენაცვლ,
ვაკეში გაშლილ ქვა ვერცხლ’ათა-დ, საკვეს’ათ ვენაცვლ.
საჯარის ალსად ნაგიზგიზარ,
ცეცხლის პირს ვენაცვლ,
დღეობას დოღში მოწინავე,
ცხენ მჴედართ ვენაცვლ,
დროშა მწყალობელს,
ყველა სტუმარ მასპინძელს ვენაცვლ,
ხატის კარ დაკრულ გარმონის ხმას,
მლხინარებს ვენაცვლ.
ჴურხევ’აებში, ჲახლ ფეჴ ადგმულ პატარებს ვენაცვლ,
ყველ’აის შინას, სიმრავლესა-დ,
ჭერ კერ-ათ ვენაცვლ,
მაკრატ’ელაის სიავდრესა-დ, სიდარეს ვენაცვლ,
ჩემ დართლოს ვენაცვლ,
დართლოელებს გენაცვლეთ ყველ’აათ.
გიორგი რამაზაშვილი.
2020 წელი
7 ივლისი
იტალია.
_____________________________________
ფოტოს ავტორი
ბადრი ვადაჩკორია.