(Ajans Gürcü)
Gürcistan Savunma Kuvvetleri tarafından gerçekleştirilen İsani 2020 tatbikatı sona erdi.
Tatbikat her sene İstihbarat ve İçişleri Bakanlığı Özel Kuvvetler ile birlikte ifa ediliyor.
Savunma Bakanlığı’ndan yapılan açıklamaya göre, planlanan tatbikata Gürcistan Savunma Kuvvetleri Komutanı Tümgeneral Giorgi Matiashvili ve İçişleri Bakanlığı Özel Görevler Dairesi Başkanları ve Savunma Kuvvetleri’nin diğer üst düzey yetkilileri katıldı.
Tatbikatta teorik ve pratik derslerin yanısıra, istihbarat, taktik ve tıbbi eğitim icra edildi.
საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სადაზვერვო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივად პირობითი მოწინააღმდეგის ბაზა აღმოაჩინეს და მასზე შეტევა წარმატებით განახორციელეს. საველე შეკრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მონაწილეებმა სადაზვერვო, ტაქტიკური და სამედიცინო მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის უნარები გაიუმჯობესეს. თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ 28 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება
https://www.youtube.com/channel/UCyAz5u_iln5q3_s8dvRiwQw
——————————————————————————————————-
Facebook.com/AjansGürcü Instagram.com/AjansGurcu Twitter.com/AjansGurcu
Youtube kanalımıza abone olarak destek verebilirsiniz. Teşekkür ederiz./ Çuveni abonementi tu iknebit dzalian gamaxarebt… Madlob.. Youtube.com/c/AjansGürcü