GÜHA / Gürcü Haber Ajansı
Gürcistan açık alanlarda yapılacak kültürel etkinlikleri 200 kişi ile sınırladı!
Sağlık Bakanlığı ve ilgili birimlerin önerileri doğrultusunda Başbakanlık bir dizi yeni kara açıkladı! Buna göre, açık alanda kültürel etkinlikler düzenlenmesine izin veriliyor.
Açık alanda gerçekleştirilen kültürel etkinliklerin seyircisi, 200 ‘ den fazla olamayacak!
Ayrıca, bugünkü oturumda, Meclis, Sağlık Bakanlığı’ nın belirlediği protokolle bağlı kalmak koşulu ile, kafalı alanda kültürel etkinlik için provalara izin vermeye karar verdi.
საქართველოს მთავრობა : უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.