თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, სად გაემგზავროთ საყვარელ ადამიანთან ერთად თავგადასვლების ძიებაში, დროა ბათუმზე დაფიქრდეთ – ზღვისპირა ქალაქი უამრავ სასიამოვნო მოგონებას გპირდებათ.
Ajans Gürcü:
Karadeniz’in şirin kenti, Gürcistan’ın sahil şehri cennet Batum’da, gezip görülebilecek onlarca yer içinden 8 tanesini sizler için derledik.
1. Panoramik tekerlek: Panoramik bir tekerleğin en yüksek noktasında bulunan bir çiftin manzaranın ve birbirlerinin tadını çıkardığı düzinelerce Hollywood sahnesi belki de hatırlanabilir. Bu sahneyi tekrar etmek ve filmin gerçek bir kahramanı gibi hissetmek istiyorsanız, gerçekten Batum’da yapma fırsatınız var. Deniz manzarasından daha romantik ne olabilir?
2. Ali ve Nino’nun Heykeli: Kurban Said’in popüler romanı Ali ve Nino’nun karakterleri ebedi aşkı simgeliyor. Hikayeleri hareketli bir anıtta mükemmel bir şekilde anlatılmış. Aşıklar birbirlerine yavaşça yaklaşır ve kısa bir görüşmeden sonra tekrar ayrılır. Ali ve Nino’nun hikayelerine, sevgililer gerçekten kayıtsız kalamayacak.
3. Batum Botanik Bahçesi: Keyifli bir yürüyüş için romantik bir ortam arayışında Batum Botanik Bahçesi’ni kaçırmayın. Denizin ve dağların güzel manzarası ve florası, yılın her döneminde hoş bir hava yaratıyor.
4. Argo teleferik: 2586 metre uzunluğundaki teleferiği bindiğinizde, birbirinden güzel manzaralar ortaya çıkacak. Uzak deniz ufku, dağların arka planı ve Batum’un şehir manzarası. En yüksek noktada sevdiklerinizle birlikte özellikle geceleri cennet Batum’un panoramik manzarasının tadını çıkarabilirsiniz.
5. Rüyaların sütunu: Yeni bulvarda Litvanyalı ve Gürcü sanatçıların ortak çalışmalarını görebilirsiniz. Sanatkarlar tarafından tüm hayalperestlere adanmış, merkezinde “rüyaların sütunu” ile hayallere dalacaksınız.
6. Batum sahili: Batum’u sevdiklerinizle ziyaret etmeye karar verirseniz, romantik bir ortam yaratmak için fazla çabaya ihtiyacınız olmayacak. Sadece sahilde yürüyüşe çıkabilir, denizin sesini dinleyebilir ve gün batımı ile tanışabilirsiniz.
7. Nurigeli Gölü: Şehir ortamından uzaklaşıp günü tamamen sevdiklerinize adamak istiyorsanız Nurigeli Gölü’nü ziyaret edebilirsiniz. Sakin bir atmosferde romantik bir tekne turu, diğer yarınızla baş başa kalmak için ideal bir ortamdır.
8. Dans Eden Çeşme: Gece Batum, sizler için çok hoş sürprizler hazırlıyor. Bunlardan biri, akşamları tiyatro perdesine dönüşecek bir çeşme. Sevdiklerinizle ünlü bestelerin eşliğinde pagan bir lazer gösterisinin tadını çıkarabilirsiniz.
https://www.youtube.com/channel/UCyAz5u_iln5q3_s8dvRiwQw
თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, სად გაემგზავროთ საყვარელ ადამიანთან ერთად თავგადასვლების ძიებაში, დროა ბათუმზე დაფიქრდეთ – ზღვისპირა ქალაქი უამრავ სასიამოვნო მოგონებას გპირდებათ.
1. პანორამული ბორბალი ალბათ ათობით ჰოლივუდური სცენის გახსენება შეიძლება, სადაც პანორამული ბორბლის უმაღლეს წერტილში აღმოჩენილი წყვილი ტკბება ხედით და ერთმანეთით. თუ გინდათ ეს სცენა გაიმეოროთ და თავი ფილმის ნამდვილ გმირად იგრძნოთ, ბათუმში ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაქვთ. თანაც რა შეიძლება იყოს ზღვის ხედზე მეტად რომანტიული?
2. ალი და ნინოს სკულპტურა ყურბან საიდის პოპულარული რომანის გმირები – ალი და ნინო მარადიულ სიყვარულს განასახიერებენ. მათი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მოძრავ ძეგლში – შეყვარებულები ნელა მიემართებიან ერთმანეთისაკენ და ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ისევ შორდებიან. ალისა და ნინოს ხანმოკლე პაემნები ნამდვილად არ დატოვებს შეყვარებულებს გულგრილს.
3. ბათუმის ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო გასეირნებისთვის რომანტიული გარემოს ძიებაში არ გამორგჩეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები და აჭარის ფლორა მთელი თავისი მრავალფეროვნებით წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას.
4. საბაგირო გზა არგო 2586 მეტრი სიგრძის საბაგირო გზის გავლისას თქვენს თვალწინ ულამაზესი ხედები გადაიშლება – შორეული ზღვის ჰორიზონტი, მთების ფონი, ბათუმის ურბანული ხედები. უმაღლეს წერტილში კი შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად ბათუმის პანორამული ხედით დატკბეთ, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ღამის საათებშია.
5. ოცნების სვეტი ლიტველი და ქართველი არტისტების ერთობლივი ნამუშევარი შეგიძლიათ ახალ ბულვარში შეაფასოთ. პატარა ლაბირინთი, რომლის ცენტრშიც “ოცნების სვეტთან” სურვილი უნდა ჩაიფიქროთ ავტორებმა ყველა მეოცნებეს მიუძღვნეს. სწორედ ასეთი პატარა დეტალები გახდის თქვენს რომანტიულ მოგზაურობას დაუვიწყარს.
6. ბათუმის სანაპირო თუ გადაწყვეტთ და ბათუმს საყვარელ ადამიანთან ერთად ეწვევით რომანტიული გარემოს შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ სანაპიროზე, უსმინოთ ზღვის ხმაურს და ერთად შეხვდეთ მზის ჩასვლას.
7. ნურიგელის ტბა თუ გინდათ მოსწყდეთ ურბანულ გარემოს და დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ შეგიძლიათ ნურის ტბას ეწვიოთ. რომანტიული გასეირნება ნავით მშვიდ ატმოსფეროში იდეალური სიტუაციაა თქვენს მეორე ნახევართან განმარტოებისთვის.
8. მოცეკვავე შადრევანი ღამის ბათუმი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზსს გიმზადებთ – ერთ-ერთი მათგანი შადრევანია, რომელიც საღამოს საათებში თეატრალურ ფარდად გარდაიქმნება. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად დატკბეთ ცნობილი კომპოზიციების ფონზე წარმართული ლაზერული შოუთი.
https://www.youtube.com/channel/UCyAz5u_iln5q3_s8dvRiwQw
youtube.com/c/AjansGürcü Facebook.com/AjansGürcü Instagram.com/AjansGurcu Twitter.com/AjansGurcu