Gürcü şarapları Amerikan askeri üslerinde satılacak!
ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება, – ამის შესახებ bm.ge-ს ღვინის კომპანია Best Georgian Wines-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ბერიკაშვილმა განუცხადა.
ამ ეტაპზე აშშ-ის ორ – ვანკუვერსა და გერმანიაში მდებარე სამხედრო ბაზებზე იგეგმება ღვინის განთავსება. მისივე თქმით, სასტარტო ეტაპზე ბაზებზე 600-600 ბოთლ ქართული ღვინოს გაგზავნიან, თუმცა ვარაუდობენ, რომ მომავალში როგორც – ღვინის მოცულობა გაიზრდება, ისე იმ სამხედრო ბაზების, სადაც ქართული ღვინო განთავსდება.
„ამერიკული ბაზარი ღვინის მოხმარებით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია და მათი დაინტერესება ქართული ღვინით ისედაც ყოველწლიურად იზრდება, თუმცა შეიარაღებული ძალები სერიოზულად ჩაკეტილია და მათთან კავშირი ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ უკვე მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომ ჩვენთან ურთიერთობას იწყებენ. მოსაგვარებელი მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხები რჩება.
ასევე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თავიანთ სამხედრო ბაზებზე აქვთ როგორც სუპერმარკეტები, ისე რესტორნები, ბარები და ა.შ. ახლა საუბარი მიდის იმაზე, რომ, ჯერჯერობით, ორ სამხედრო ბაზაზე მდებარე მაღაზიებში განთავსდეს ჩვენი პროდუქცია. ეს იქნება პირველი ქართული პროდუქტი, რომელიც ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შევა. ჩვენ ვაწარმოებთ 12 დასახელების ღვინოს, თუმცა ამ ეტაპზე ამერიკულ ბაზებზე შევიტანთ რამდენიმე დასახელებას: “წინანდალი“, “მწვანე“, მუხის კანში დაძველებული „საფერავი“ და ქვევრის “რქაწითელი“, – განაცხადა ბერიკაშვილმა.
ბიზნესმენის გათვლებით, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო წლის ბოლომდე განთავსდება. კომპანია პარტნიორებს ბოთლ ღვინოს საშუალოდ 7-8 დოლარად მიაწვდის.ინფორმაციისთვის:
ღვინის კომპანია Best Georgian Wines (BGW) 2012 წელსაა დაარსებული.
წყარო: Businessmedia .ge
Gürcü şarabı Amerikan askeri üslerinde satılacak
Best Georgian Wines’ın kurucusu ve yöneticisi Giorgi Berikashvili, bm.ge’ye, Gürcistan şarabının Amerikan askeri üslerinde satılacağını söyledi.
Bu aşamada, Amerika Birleşik Devletleri’ndeki Vancouver ve Almanya’daki iki askeri üsse şarap yerleştirilmesi planlanıyor. Ona göre, 600-600 şişe Gürcü şarabı ilk aşamada üslere gönderilecek, ancak gelecekte şarap hacminin ve Gürcü şarabının yerleştirileceği askeri üslerin artacağını öne sürüyorlar.
“Amerikan şarap tüketimi pazarı dünyadaki ilklerden biri ve Gürcü şarabına olan ilgileri her yıl artıyor, ancak Silahlı Kuvvetler ciddi şekilde kapalı ve onlarla iletişim kurmak çok zor. Yine de, müzakerelerden sonra, bizimle bir ilişki başlattıklarına dair teyit edilmiş bir cevap aldık. Yalnızca lojistik sorunlar çözülmeyi bekliyor.
Ayrıca bilgi için ABD Silahlı Kuvvetlerinin askeri üslerinde süpermarketlerin yanı sıra restoranlar, barlar vb. bulundurulacak! Şu an için ürünlerimizi iki Amerikan askeri üssünde bulunan mağazalarda yer aldığını söyleyebiliriz. Bu, ABD askeri üslerine giren ilk Gürcü ürünü olacak. 12 marka şarap üretiyoruz, ancak bu aşamada Amerikan üslerinde birkaç markamızı sunacağız: meşe kabuğunda beklemiş “Tsinandali”, “Mtsvane”, “Saperavi” ve sürahi “Rkatsiteli”, – Berikashvili .
İş insanı Giorgi Berikashvili göre, Gürcü şarapları yıl sonuna kadar ABD askeri üslerine yerleştirilecek. Şirket, ortalama 7-8 dolara şişe şarap tedarik edecek.
Bilgi için: Best Georgian Wines (BGW) 2012 yılında kuruldu.Kaynak: Businessmedia .ge
პორტალისთვის მოამზადა: ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქმა
Portali ıçın hazırladı: Verıko ChıChıashvılı Chelık