Gürcistan, kadına yönelik suçlar için elektronik gözetim programı başlattı
საქართველოში ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული მეთვალყურეობის პროგრამა იწყება
ამ წლის,1სექტემბრიდან საქართველოში, ოჯახურ და ქალთა ძალადობაში ბრალდებულ პირთა მონიტორინგისთვის ელექტრონული სამაჯურები იქნება გამოყენებული. შესაბამისი ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში.
პოლიციას შეეძლება, დაავალდებულოს ის მოქალაქეები,რომლის სახელზე გაცემულია შემაკავებელი ორდერი და სასამართლო ბრძანებით ეკრძალებათ დაზარალებულთან მისვლა,ელექტრონული სამაჯური ატაროს.
ელექტრონული მეთვალყურეობის დადგენა შესაძლებელია როგორც შემაკავებელი ორდერის გაცემისას, ასევე მისი მოქმედების ვადის ნებისმიერ სხვა დროში. ამ შემთხვევაში სამაჯურის ტარების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდს.
კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა შეაფასონ შესაბამისი რისკები სპეციალური კითხვარის საშუალებით, რომელიც შედგენილია ოჯახური კონფლიქტების მონაწილეების გამოკითხვის საფუძველზე. თუ ბრალდებულის მხრიდან ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე არსებობს, მაშინ პოლიციელებს ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელება შეეძლებათ.
გარდა ამისა, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, დაარღვია თუ არა ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერის პირობები. ასევე, პოლიციამ ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ნასამართლეობას,არის თუ არა წარსულში ბრალდებული ძალადობისა და მუქარის ჩადენისთვის.
ელექტრონული სამაჯურის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ აკონტროლონ ბრალდებული,რომ არ მიუახლოვდეს სასამართლოს განჩინებაში მითითებულ ადგილებს. თუ მსხვერპლი და ბრალდებული სხვაგან შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს, “112” -ის სამსახურს შეუძლია დაუკავშირდეს ერთ-ერთ მათგანს და მოითხოვოს ტერიტორიის დატოვება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აითვისებენ ამ ელექტრონული მეთვალყურეობის პროგრამასელექტრონული მეთვალყურეობის შეუსრულებლობა ან განზრახ თავიდან აცილება ჩაითვლება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების დარღვევად და შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ელექტრონული სათვალთვალო სისტემის ეს პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აქტიური მონაწილეობით და მხარდაჭერით.
დღეს საქართველოში შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების ყველაზე გავრცელებული ღონისძიებაა. 1 იანვრიდან 30 ივნისამდე ქვეყანაში 5,3 ათასზე მეტი ბრძანება გაიცა. აქედან, 3.8 ათასი კაცი იყო, ხოლო 761 ქალი.წყარო: NEWSGEORGİA
Gürcistan, kadına yönelik suçlar için elektronik gözetim programı başlattı
1 Eylül’ünden itibaren, Gürcistan’da aile içi şiddet ve kadınlara yönelik şiddetle suçlanan kişileri izlemek için elektronik kelepçe kullanılacak.
Elektronik gözetim sisteminin uygulanmasına yönelik proje, Avrupa Birliği, Birleşmiş Milletler ve Kadınların aktif katılımı ve desteği ile uygulanmaktadır.
//პორტალისთვის მოამზადა ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქმა