ბათუმი, აგვისტოს დასაწყისი!
სანაპიროზე მოლბერტი გავშალე, როგორც ყოველთვის ზღვის პეიზაჟის დახატვას ვაპირებ.
გვერდით ქოლგის ქვეშ გოგონები სხედან, თუმცა ერთი ჩემს უკან დამდგარა და მიყურებს, როგორ ვამზადებ პალიტრაზე ფერებს.
მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევ გარშემომყოფთ, თუ აზრი გამეფანტება უბრალოდ ვერ დავხატავ, მაგრამ ამ გოგომ დაბალი ხმით კითხვა დამისვა, რის გამოც მასზე შეხედვა მომიწია.
– მეკითხება, ხომ არ დამხატავდითო? დავიბენი- ნეტა მართლა უნდა თუ “მაშაყირებს” – გულში გავიფიქრე!
პასუხი ხომ უნდა გამეცა რაღაცნაირად, თან ხელში საღებავის ქილა მიჭირავს, მასტეხინი მაქვს ჩაშვებული შიგნით, ფერი, რომ ამოვიღო და პალიტრაზე დავდო. ამიტომ გონება დაკავებულია, მაგრამ რაც მომადგა პირზე უთხარი- “ბე” გადამიხადეთ და მერე ვისაუბროთ თქო!
– ბე რაღა ჯანდაბა არისო?
– არ იცით?
-არა, ვერ მივხვდი!- ფული წინასწარ!!!
-ააა, კი ბატონო!
– მიტრიალდა, ჩანთას მოკიდა ხელი და 100 დოლარიანი ამოიღო- მაწვდის და მეუბნება დაიწყეთო, ოღონდ ისიც მითხარით, კიდევ რამდენი მექნება დასამატებელი?
– მოკლედ შარში ვარ. ფულიც მინდა, ხატვასაც ვაპირებდი, მაგრამ ამისთვის ამ წუთას არ ვიყავი მზად- მე ხომ სულ სხვა ჩანაფიქრით ვარ მოსული აქ?!
– კარგი, ხელიდან არ გაუშვებ ამას, ეხლა ძირითად კომპოზიციას მოვხაზავ, აქვე ფერს დავადებ და მერე სახლში დავამთავრებ- გულში ჩავიჩურჩულე.
– რა ბრძანეთ, მეკითხება ახალგაზრდა?!
– თქვენ აქვე წამოწექით, ზღვას უყურეთ და მე დავიწყებ ხატვას- ხვალ ჩაგაბარებთ.
– მართლა, რა მაგარია- მიაკივლა სიხარულით!
დაახლოებით ორი საათი გავიდა და მამაკაცმა მოაკითხა ჩემ ნატურას, აგრეთვე თავის ცოლსს. ცუდი ამვავი მოხდა!
ჯერ გაიბერა და მერე აფეთქდა ქმარი, რომ ნახა მხატვრის წინაშე წამოწოლილი – ეგრეთწოდებული ნატურშიცა ცოლი!
– ეჩხუბა, ეს რამ მოგაფიქრებინაო, ან მე რატომ არ მკითხეო, ადექი ჩქარა და მორჩი ეს უმსგავსობაო!
– გოგომ იტირა, ჩემკენ არც მოუხედია. მეორეს სთხოვა – აკრიფე და წამოიღე, რაც დევს ქოლგის ქვეშ.
– მე?
– მე ხმა არ ამ
ომიღია, გავიყინე იმ თაკარია მზეზე, არც ის 100 დოლარი გამხსენებია, რომელიც წინასწარ. მომცა -უბრალოდ ვხედავდი, ქმარი წინ მიდიოდა, ეს გოგო უკან თავმოხრილი მიჰყვებიდა- გაწითლებული თუნდაც სირცხვილის გამო- მესამემ კი ერთხელ შემომხედა მხატვარს!