დღეს მოწამეთობა აღინიშნება
მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი
Davit ve Konstantine!
Gürcistan da 15 Ekim, Perslere teslim olmayan Argveteli (Kutaisi-İmereti) Gürcü Davit ve Konstantin’ı anma günüdür!
İşgalci Perslere telim olmayan Davit ve Konstantin savaşta esir alınmış, halkı teslim olmaya ikna etmeleri için işkence edilmiş, başarılı olamayacakları anlaşılınca, halka ibret olması için vahşice başları kesilmiş ve iki kahramanın kesik başlara halka teşhir edilmiştir.
Daha sonra Kilise tarafından aziz ilan edilen Davit ve Konstantin isimleri, Gürcistan da bugün dünyaya gelecek olan erkek çocuklara veriliyor olması, halkla birlikte teslim olmayan bu iki kahramana adanmışlığı simgelemektedir.
დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს.
ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.
გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა.
დავით და კონსტანტინე (მხეიძეები) (VIII საუკუნის I ნახევარი)
არგვეთის (ზემო იმერეთის) მთავრები მერვე საუკუნის პირველ ნახევარში. გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილი არაბი სარდლის, მურვან ყრუს წინააღმდეგ. როგორც უცნობი ჰაგიოგრაფი მწერალი თავის ნაწარმოებში (“დავით და კონსტანტინეს მარტვილობა”) გადმოგვცემს, მურვან ყრუმ ძმებს რჯულის შეცვლის სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ არგვეთის ერისთავებმა სასტიკი უარი განაცხადეს და გამაჰმადიანებას წამებით სიკვდილი არჩიეს. ისინი ჯერ სასტიკად სცემეს, მერე ხეზე ფეხებით დაკიდეს, ბოლოს კი მათი ნაგვემი სხეულები მდინარეში გადაყარეს. დავითისა და კონსტანტინეს ცხედრები ქართველებმა წყალწითელასკენ, ხარების ნაეკლესიართან, ძველთაძველ აკლდამაში ჩაასვენეს. შემდგომ ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. სამასი წელი ესვენა მათი ნეშტები იმ აკლდამაში, ვიდრე მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მესამემ დანგრეული ეკლესია არ აღადგინა და იქ გადაასვენა ძმების ნეშტები. ქართველმა ხალხმა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის წამებული ძმების პატივსაცემად საყოველთაო დღესასწაული დაადგინა – ე.წ. “დავით-კონსტანტინობა”, ანუ “მოწამეობა”. დავით და კონსტანტინე მხეიძეები ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.