Gürcü Haber: Türkiye ve Gürcistan arasındaki işbirliği anlaşmaları çerçevesinde geçekleşen yeni bir hibe töreni T.C. Tiflis Büyükelçiliği sayfasından paylaşıldı. Gürcistan Savunma Bakanlığı https://l.facebook.com/l.php?u=http%3 sayfasında da paylaşılan habere göre; ”Türkiye ve Gürcistan Hükümetleri arasında imzalanan Askeri-Mali İşbirliği Anlaşmaları kapsamında; Gürcistan Savunma Bakanlığı ile HİDROMEK Hidrolik Sanayi ve Ticaret A.Ş. arasında imzalanan sözleşmeyle Milli Savunma Bakanlığımızca Gürcistan’a hibe edilen zırhlı iş makinaları ve aparatları ile yine Gürcistan Savunma Bakanlığı ile BMC Otomotiv Sanayi ve Ticaret A.Ş. arasında imzalanan sözleşmeyle Milli Savunma Bakanlığımızca Gürcistan’a hibe edilen 35 BMC Neocity 8,5 M Dizel Otobüs, Gürcistan Savunma Bakanlığına bugün (27 Kasım) Vaziani’de düzenlenen törenle teslim edilmiştir.

Törene Gürcistan’ı temsilen Gürcistan Savunma Bakanı Irakli Garibashvili, Gürcistan Savunma Kuvvetleri Komutanı Tümgeneral Giorgi Matiashvili, Gürcistan Savunma Kuvvetleri Komutanı Yardımcısı Tuğgeneral Irakli Chichinadze, Gürcistan Savunma Kuvvetleri Strateji Planlama Departmanı Başkanı Albay Ioseb Nikoleishvili ile ülkemizi temsilen T.C. Tiflis Büyükelçisi Fatma Ceren Yazgan, Askeri Ataşe Ikmal Albay Burak Altıner, Askeri Ataşelik yetkilileri Deniz Yarbay Fatih Bali, Muhabere Binbaşı Zafer Etik ve Hava Piyade Yüzbaşı Deniz Küçük iştirak etmişlerdir.
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების“ თანახმად, დღეს, 27 ნოემბერს, ვაზიანში ჩატარებული ღონისძიების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გრანტით შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის თავდაცვის სამინისტროსა და ჰიდროლოგიური მრეწველობისა და ვაჭრობის ს. ს. „ჰიდრომეტიკ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოხდა მრავალფუნქციური, დაჯავშნული სამუშაო ტექნიკასა და აპარატების, ხოლო საქართველოს თავდაცვის თავდაცვის სამინისტროსა და საავტომობილო მრეწველობისა და ვაჭრობის ს. ს. „BMC“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კი – 35 ავტობუსის (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) გადაცემა.ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი და სამხედრო ატაშე, მომარაგების პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი ასევე, სამხედრო ატაშატის წარმომადგენლები: მეორე რანგის კაპიტანი ფათიჰ ბალი, კავშირგაბმულობის მაიორი ზაფწერ ეთიკი, საჰაერო ქვ. კაპიტანი დენიზ ქუჩუქი ”
Haberin tören görüntüleri için: https://l.facebook.com/l.php?u=http%3 ziyaret edin!

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.
ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ. მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან – სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.
ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების” ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების – Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქულმა მხარემ მატერიალურ-ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ვიდეო რეპორტაჟი