Gürcü Haber: Gürcistan Cumhurbaşkanı Salome Zurabishvili, seçimlerden sonra parlamentonun 10. açılışında konuştu:
”30 yıl boyunca ben dahil, tüm nesiller sokak protestolar yaptık, meydanlarda toplandık, parlamentonun basamaklarında durduk. Bugün ülkenin başka bir şeye ihtiyacı var! Halkımız bize artık yorulduk, Zviyadistlelerle Shevardnadzeciler arasında bu sonu gelmeyen kısır çekişmelerden, kışkırtma ve istikrarsızlaştırma çabalarından yorulduk, diyor.”
Ülkenin dayanışmaya ve birliğe ihtiyacı olduğu bir zamanda siyasi enerjinin halkın sorunlarına odaklanması gerektiğinden bahseden Cumhurbaşkanı Salome Zurabishvili, bölge siyasetinden ekonomiye, Avrupa Birliğinden pandemiya kadar birdizi konuda açıklamalarda bulundu.
„საზოგადოება გვეუბნება – დავიღალეთ. საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და არა მხოლოდ ამ დარბაზში, გარეთაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ამბობს, რომ დაიღალა ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით.
„30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, მათ შორის მეც. ვიდექით პარლამენტის კიბეებზე, დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება, დავიღალეთ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის, ზვიადისტები – ანტი ზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტი შევარდნაძისტები, ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება.
დავიღალეთ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის შეფასებით, სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს, იმ დროს როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება, გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია – ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა, მოჯადოებული წრე გავარღვიოთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშ