შობას ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება – ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.
Gürcü Ortadoks inancı içinde özel bir anlamı olan hazreti İsa’nın doğum günü anması bütün ortadoks dünyasında kutlanıyor!
ძველი ქართული საშობაო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების გასტრონიმიული ტრადიციები და, ზოგადად, სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.
იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საშობაო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნების, ასევე ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა, რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა.
მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება. ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (და სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.
მეგრულ საშობაო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა), აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა.
რაც შეეხება სასმელს. ძველქართულ სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საშობაო სუფრა ღვინის გარეშე. მთაში, რა თქმა უნდა, სუფრაზე ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ეს დღე კარგი ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

6 იანვარს, ღამის თორმეტ საათზე სახლის ფანჯარასთან სანთლებს ანთებენ და ასე ეგებებიან მოწმუნეები ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
შობის ღამის ტრადიციის მიხედვით, შუაღამეს ყველა სარკმელთან თითო სანთლის დანთება მაცხოვრის შობის სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მოიხმობენ ქრისტეს, რომ იგი იშვას მათ ოჯახებსა და სულებში.
აღნიშნული ტრადიცია საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია აღდგა. უწმინდესი და უნეტარესი მრევლს ყოველ წელს ახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეთ.

მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მრევლი შობას ტაძრებში ღამისთევით ხვდება.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედმათიხილესყრმამაცხოვარი.
მოგვიანებითბეთლემშიაღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ.