GH: 2021 წლის 12 იანვარს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის გუბერნატორთან ვასიფ შაჰინთან. შეხვედრაზე, მხარეების მიერ, განიხილულ იქნა საქართველო – თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო – ეკონომიკურ და კულტურულ – ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტ-პანდემიურ პერიოდში, თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის განახლების მნიშვნელობაზე, ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროს წახალისების მიზნით.
ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს 1996 წლიდან დაძმობილებულ ქალაქებს – თბილისსა და ანკარას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების და დამატებითი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.
იქვე, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ანკარის გუბერნატორს, COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ანკარიდან და სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება.
Gürcistan Ankara Büyükelçisi Giorgi Janjgava, Ankara Valisi Vasıf Şahin ile Görüştü
2021 Ocak 12 tarihinde Gürcistan’ın Ankara Büyükelçisi Giorgi Janjgava, Ankara Valisi Vasıf Şahin ile bir görüşme gerçekleştirdi. Toplantıda konu başlıkları; Gürcistan – Türkiye ‘ nin stratejik işbirliği sorunları ve ticaret – ekonomik ve kültürel – insani işbirliği geliştirme beklentileri.
Toplantıda, pandemi sonrası dönemde Tiflis ve Ankara arasında iki ülke ile turizm sektörü arasındaki çıkışın yenilenmesinin önemine de dikkat çekildi.
Taraflar bununla birlikte Tiflis ile Ankara arasındaki illeri, ek projelerin hayata geçirilmesi konusunu da görüştü.
Gürcistan Büyükelçisi, COVID-19 ‘ un yayılmasının ardından Ankara ‘ dan ve farklı şehirlerden Gürcistan’a güvenle dönmesinde yaptığı önemli yardımdan dolayı teşekkür etti.
Taraflar, toplantı sonunda iki ülke arasındaki ilişkilerin daha da güçlü ve daha verimli olması temennisinde bulundular.