Irakli Garibashvili: დღეს ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მისი შემოქმედება სავსეა შთამბეჭდავი და გულწრფელი, სიყვარულითა და სიცოცხლის ძლიერი სურვილით გაჯერებული ამბებით, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ მკითხველთან. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთი შედევრით გაახარებს თავის მკითხველს.
Fehmi Uzal Ustiaşvili : Gürcüler kadar yazarları ile gururlanan başka bir ulus var mıdır, bilmiyorum? Gürcistan’da hemen her şehirde, her meydan ve parkta bir yazarın heykelini görebilirsiniz.
Bugün Gürcü sinema, sanat ve edebiyat dünyasının efsane yazarı ve halkın sevgilisi Guram Dochanashvili’nin 82. doğum günü kutlamasında bir kez daha yaşıyoruz bunu.
Bir kaç saat önce Gürcistan’dan, Guram Dochanashvili ile ilgili paylaşımlara biraz baktım: Ülkenin Başbakanından sıradan yurttaşlarına kadar her kesimden herkesin saygılarını sunmaya devam ettiklerini gördüğüm Guram Dochanashvili hakkında Wikipedia’dan iki faragraf:… O zamanın başkenti- Sovyet Gürcistan; 1962’de Tiflis Devlet Üniversitesi’nden mezun olduktan sonra Tarih, Arkeoloji ve Etnografya Enstitüsü’nde çalıştı ve 1962’den 1975’e kadar çeşitli arkeolojik keşif gezilerine katıldı. Daha sonra Mnatobi edebiyat dergisinin nesir bölümünü yönetti. 1975’ten 1985’e kadar. 1985’ten beri Gruziya-film stüdyosunda baş yönetmen olarak çalışıyor.
Dochanashvili, 1961’de bir yazar olarak çıkış yaptı. Sosyalist Gerçekçilik Sovyet edebi dogmalarını ve muhalif görüşlerini reddetmesiyle hemen dikkat çekti. O zamandan beri, masallardaki hafifliği ve icatlarıyla ülke çapında beğeni toplayan düzinelerce hikaye ve roman yayınladı (abç). En popüler eseri, Kutsal İncil’e dayanan 1975 romanı İlk Giysi (სამოსელი პირველი) ve 19. yüzyılda Canudos Savaşı hikayesi”.
26 Mart 1939 da Tifliste doğan ve hala üretmeye devam eden Guram Dochanashvili’ye göre, erken yada geç, görece olarak nasıl öldüğünüz’ün bir önemi yok, önemli olan neyi başardığınız..!
O her zaman Gürcü halkının sevgisini kazanmayı başaran bir yazar oldu. Sen çok yaşa Guram Dochanashvili.
Sözü Natia Jimsheleishvin‘nin Guram Dochanashvili hakkında, Gürcü Haber için yazdıklarına bırakıyorum..
ნათია ჯიმშელეიშვილი: ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი იუბილარია !
„ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.“
„ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.“
„ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე“.
„იცოდეთ, უპატრონო საფლავები არ არსებობს, რადგან მიწა ყველასია“.
საქართველოს ჰყავს ამ და სხვა არაერთი უკვდავი ფრაზის ,რომანის, პიესის,… ავტორი ცოცხალი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი,
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“,
„სამოსელი პირველი“, და სხვა არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები უკვდავებად შეუქმნია მის კალმს. იგი იმთავითვე შეიყვარა ქართველმა და არა მარტო ქართველმა მკითხველმა, რადგან თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, იგი უქადაგებს თავისუფლებისკენ მუდმივ სწრაფვას.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელე სპექტაკლებს.
დღეს, 2021 წლის 26 მარტს, კლასიკოსი მწერლის, სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა!
მწერალს 82 წელი შეუსრულდა.
ქართული ამბების პორტალი: ვულოცავთ ბატონ გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ვუსურვებთ! კიდევ მრავალი წელი შეჰმატებოდეს მას, მის კურთხეულ კალამს კი მრავალი ახალი ლიტერატურული შედევრის შექმნით გაეხარებინოს ერთგული მკითხველი!