Gürcü folkloro ve halk şarkıların en seçkinlerinden olan Anzor Erkomaişvili’nin ölüm haberi hepimizi derinden sarsmıştır. Gürcista’nın, ailesi, çalışma arkadaşları ve sevenlerinin üsüntülerini paylaşıyor,kendisine rahmet diliyoruz. Gürcü Haber
Viola Mchedlidze: ,,თუ გენიოსი გიწოდეს ბედნიერებაა, თუ დაიჯერე უბედურება’’-ეს სიტყვები ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ ეთნომუსიკოსს ანზორ ერქომაიშვილს.სამწუხაროდ მისი ეგზომ ამაგდარი სიცოცხლე შეიწირა პანდემიამ.
80 წლის ასაკში შეწყდა მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა,გამოჩენილი მუსიკოსი,საქართველოს სახალხო არტისტი,შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი,საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,,რუსთავის’’დამაარსებელი, შეუნელებელი წარმატებით ანვითარებდა ქართულ ფოლკლორს. არტემ ერქომაიშვილს უთქვამს: ,,თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს,სიმღერა არ გამოვაო’’.ბაბუის ეს სიტყვები იყო ანზორ ერქომაიშვილის საქმიანობის დევიზი.
,, ძმებო რუსთავო,ძმაო ანზორ!
მართალნო,სიმართლისა და ალალობის მთესველობა გარგუნათ განგებამ და მართალი სიტყვით მინდა მოგმართოთ. ალბათ არ ვცდებით,როცა მგონია,რომ თავად სიტყვა ,,რუსთავი’’მტკვრიდან სარწყავი რუს და მისი კალაპოტის არსებობით უნდა აიხსნებოდეს.ამ რუს თავში წარმოქმნილ დასახლებას შეერქვა ეს სახელი. აი ამ რუს თავში იპოვნა თავისი შემოქმედებითი და ორგანიზატორული ფრიად დიდი და საკვირველებამდე დახვეწილი ნიჭის ადგილსამყოფელი და ერთ-ერთი ასპარეზი ანზორ ერქომაიშვილმა და მასთან ერთად რამდენიმე ნიჭიერმა მამულიშვილმა.ამ რუში და კალაპოტში მოედინება და მოსჩქებს სიმღერა, რომელმაც თავისი მშვენიერებით ქართველი ადამიანის ზნეობრივი იერის ჩამოყალიბებაშიც კი მიიღო მონაწილეობა,,-წერდა ჭაბუა ამირეჯიბი.
ანზორ ერქომაიშვილმა, ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა დახალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი ,,გორდელა’’.
ავტორია წიგნებისა: ,,ხმა უცნაური’’, ,,ბაბუა’’, ,,შავი შაშვი ჩიოდა’’.
ვიმედოვნებთ მისი აღზრდილი მოწაფეები,თაობები ღირსეულად გააგრძელებენ მის გაკვალულ გზას.
,,თუ შეგვიძლია სიტყვა ეპოქალური უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ-ეს ანზორ ერქომაიშვილის მოღვაწეობაა. ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს-ამ კაცის მიერაა კარდაკარ ნაგროვები.თვითონ უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას-იქ გზად ,,ჩაკრულო’’ შემოხვდება.შემოხვდება და წაიღიღინებს.ეს იქნება მისი სამოთხის საშვი’’-ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას გიორგი კეკელიძე.