აი სტამბოლი!
Veriko Chichiashvili-Chelik: სტამბოლი – ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ტრადიციულ აღმოსავლეთსა და თანამედროვე დასავლეთს შორის. მდიდარი ისტორიის მქონე და ოთხი იმპერიის დედაქალაქი . დიდებული, იდუმალი, ხმაურიანი და ზღაპრული
კონსტანტინოპოლი ერთ დროს ძველისძველი დედაქალაქი ბიზანტიისა,ახლა – ისთანბულ!
ყველაფერი ერთდაა ამ ქალაქში.ბევრია, ვერ ასწრებ მის სრულად აღქმას, თუნდაც წლები გავიდეს.ასე ნელ-ნელა,წვეთ-წვეთად შემოდის შენში და გიპყრობს და მერე გიჭირს უმისოდ.გეძახის.
დილით ქუჩაში გამყიდველი ხრამუნა სიმიტს გვთავაზობს, ახლადმოდუღებულ ყავის სურნელს გზას ვერ აუვლი.სეირნობისას თოლიის კივილი გამოგაფხიზლებს და გახსენდება, რა ახლოს ხარ ზღვასთან.შემდეგ , ხიდი და ხედი ბოსფორზე ბევრი გემებით, ისევ თოლიების ყიჟინით. საოცარი ქუჩები აქვს სტამბოლს, სულ ყვავილებით მორთული.
სულთანაჰმედზე- ქალაქის ისტორიულ ცენტრში მისულს შეუძლებელია, ლურჯი მეჩეთისა და აია სოფიას სიდიადემ ცოტა ხნით არ დაგამუნჯოს.
ცისფერი მეჩეთი – ცისკენ მიმავალი ფორმებით, მინარეთებით, ბევრი ხალჩით, უზარმაზარი მოზაიკებით, მოჭიქული კერამიკით, მოლას ხმაურიანი ლოცვით .
აია-სოფია — ადრე კონსტანტინოპოლის, ახლა სტამბულის ბრილიანტი, დიდებული არქიტექტურა, ცნობილი მოზაიკები ღვთისმშობელი საკურთხევლის აპსიდში და მაცხოვარი კარის ტიმპანზე , ამას ვერ აღწერ , უნდა ნახო.
საოცარი მიქსია სტამბოლი .ჭრელი და ინტერნაციონალური. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ მთელი მსოფლიო ერთ ქალაქშია.ასეა მართლაც…