პოეზია ჩემი სულის ფრთებია
ჩვენი კოლეგა ნათია ჯიმშილეიშვილი საქართველოს მწერალთა და შემოქმედთა კავშირის წევრი გახდა.წევრობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი უკვე გადაეცა.
გულითადად ვულოცავთ ქალბატონ ნათიას მწერალთა კავშირის საპატიო წევრობას. ვუსურვებთ წარმატებებს.გვიხარია,რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და გრძელდება.
ჩვენი საუბარი ნათიასთან მილოცვით დაიწყო და ბიოგრაფიით გავაგრძელეთ.,რადგან ჩვენს მკითხველს მისი უფრო ახლოს გაცნობის საშუალება ჰქონდეს.
ჟურნალისტი, პედაგოგი, პოეტი, ხელოვანი ,მრავალმხრივ შემოქმედებით და საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული ახალგაზრდა.ქველმოქმედი, სამკაულისა და აქსესუარის დიზაინერი, ქალბატონი ნათელა (ნათია) ჯიმშელეიშვილი, 1980 წლის 23 სექტემბერს დაიბადა.
2006 წლიდან არის გამომცემლობა ‘უქიმერიონი”-ს დირექტორი.
სახელმწიფო მრავალპროფილიან კოლეჯი “იბერიას” პროფესიული განვითარების პროგრამების პედაგოგი და ტრენერი.
2009 წლიდან დააფუძნა ხელოვანთა და შემოქმედთა საზოგადოება “მზის თეატრი”, და დღემდე მისი პრეზიდენტია. სწორედ აქ, არაერთი საინტერესო და საავტორო საგანმანათლებლო, სოციალური, საქველმოქმედო, შემოქმედებითი, ეკოლოგიური თუ სხვა პროექტები განხორციელდა. არა მარტო საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც.
არის “საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის” წევრი.
“საქართველის მწერალთა და შემოქმედთა კავშირი”-ს წევრი.
საზოგადოება “ქუთსისელის” დარბაზის წევრი.
ქუთაისის “მწერალთა ,ხელოვანთა და მეცნიერთა აკადემიის” წევრი.
პატრიარქის„ ჩოხოსანთა კავშირის” წევრი ქუთაისის ორგანიზაციიდან და ამავე ორგზნიზაციაში ხელმძღვანელი დიასპორების საკითხებში.
საზოგადოება “ბაღის კიდის” წევრი.
ახალგაზრდა შემოქმედებითი ალმანახის “არტ-ერანი”-ს დანფუძბებელი და მთავარი რედაქტორი.
2020 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ფესვები”-ს წარმომადგენელი.
2015 წლიდან მუშაობს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით კვლევით და კულტურულ- შემოქმედებით საკითხებზე.
მიღებული აქვს პრემია “მეგა” წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის .
წერს სიმღერებს, თუმცა ამბობს ,რომ არ აქვს მუსიკალური განათლება
ჰყავს მეუღლე ვარლამ ადეიშვილი და ქალ-ვაჟი მათე და ბარბარე ადეიშვილები.
როგორც თვითონ ამბობს ,პოეზია მისთვის სულის ფრთებია ,რომელშიც ასე შეძლო თავი წარმოედგინა.
“ რითმებთან თამაში იმ ასაკიდან დავიწყე, როცა წერა საერთოდ არ ვიცოდი. გამიმართლა და ადრეული ასაკიდან მომიწია რჩეულ პოეტებთან ურთიერთობა. პირველი ლექსების წიგნი 2000 წელს გამოიცა სახელწოდებით ” ფიქრები მუხების ქარდაქარ“, რომლის რედაქტორიც გახლდათ ყველასათვის საყვარელი მწერალი თორნიკე ერისთავი. გაცილებით უფრო ადრე ჩემი ლექსები პრესაში იბეჭდებოდა, რაც იმ დროს არც ისე ადვილი იყო. მერე დაიბადა საბავშვო ლექსების წიგნი სახელწოდებით-“აბა დელი დელიაო“. ვარ არაერთი ლიტერატურულ–შემოქმედებითი კონკურსის გამარჯვებული, თუმცა ყველაზე უფრო თბილად მახსენდება ერთერთი ნორჩ პოეტთა კონკურსი, სადაც სიმბოლურად დაფნის გვირგვინოსანი გავხდი და “შვლისთვალება” პოეტიც სიყვარულით მიწოდეს, ეს სიმბოლურად მაგრამ მერე ეს შეფასება გარკვეული ხნით გამყვა , ის დაფნის გვირგვინი კი სხვა ყველა ჩინსა და დიდებაზე უფრო მრავლისმომცველი და შთამბეჭდავი იყო.
სულ ახლახანს გავხდი საქართველოს მწერალთა და ხელოვანთა კავშირის წევრიც. ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის, დიდი პასუხისმგებლობის აღმავალი ბილიკის სათავე. ძნელია საქართველოში პოეტი დაირქვა და თუ გიწოდეს მართლა ურთულესი გზა უნდა განვლო მკითხველის გულებამდე. ჩემს პოეზიაში გამოვყოფ ლექსების ციკლს თურქეთელი ქართველებისადმი მიძღვნილს. პოეტს ყოველთვის სულის ტკივილი აწერინებს, მაგრამ აქ ტკივილის ტკივილია გადმოცემული და ეს ორმაგად მიყვარს, როგორც დედას უყვარს, სტკივა და აწუხებს ყველაზე უფრო უსუსური შვილის ბედი.“-ამბობს ჩვენთან საუბრისას.
სამომავლო გეგმები ბევრი აქვს. გაგვანდო,რომ მალე გამოიცემა მისი ლექსების მესამე კრებული, რომელსაც მკითხველი ელოდება.
ნათია ჯიმშილეიშვილი საინტერესო სტატიებს აქვეყნებს ქართული ამბების პორტალის Gürcü Haber portali ვებ გვერდზე.თაყვანისმცემლებს კი ხშირად ანებივრებს ცოცხალი ეთერით, სადაც თვითონ უკითხავს ლექსებს პოეზიის მოყვარულებს.
ნათია თურქეთის ქართველობის ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია. არაერთი ღონისძიება აქვს თურქეთის ქალაქებში ჩატარებული. საქართველოშიც მასპინძლობს თურქეთიდან ჩასულ ჩვენებურებს და იქაც არ აკლებს სულიერ საზრდოს სამშობლოს მონატრებულ ქართველებს.
და აქვე, პოეტის სულის ამოძახილი.ნათია ჯიმშილეიშვილის მშვენიერი ლექსი:
„მშვიდად და ფრთხილად ავიარე ყველა აღმართი,
რადგან სიფრთხილე საჭიროა, წინ რომ იარო,
გზაზე მწერს,თუნდაც ქვეწარმავალს დავინახავდი,
ვშიშობდი,მათაც რამე რომ არ დავუზიანო.
თუ სული მიჭირს სატარებლად სიმძიმით ჭორთა
თუ ვინმეს ვავნე,სასრგებლო ვერ ვთქვი სათქმელი,
მაშინ სიმშვიდე დაიწურა,დამთავრდა ,მორჩა
დავჩები მუდამ უძილო და ღამენათევი.
მშვიდად და ფრთხილად ავიარე ყველა აღმართი,
და თავდაღმართში ფრთხილად ვცადე დაშვება თავქვე,
ბევრჭირნახადი,
უფლის წინ მაინც სუფთა სულის მორჩილად დავდგე“.
ძვირფასო ნათია კიდევ ერთხელ გილოცავთ.გისურვებთ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო და რთულ გზაზე.ვამაყობთ რომ ჩვენი გუნდი წევრი ხართ.
Gürcü Haber Portalı ქართული ამბების პორტალის ჟურნლისტი:
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი