Zura Batiashvili: ძლიერი ქარის გამო ამ დრომდე ვერ აქრობენ თურქეთის საკურორტო რეგიონებში (ანტალია, მერსინი, ბოდრუმი, მარმარისი და ა.შ.) გაჩენილ ცეცხლს, რომელიც 8 სხვადასხვა გუბერნიაში თითქმის ერთდოულად გაჩნდა.
ბევრ ადგილას ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა, რის შედეგადაც იწვის როგორც სასტუმროები, ისე – საცხოვრებელი სახლები. განხორციელდა ბევრი სასტუმროს სრული ევაკუაცია.
ამ მომენტისთვის ცეცხლმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ხანძრის წარმოშობასთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება საბოტაჟის ვარიანტიც.