Gürcü Kültür Merkezi ve gurcuhaber.com ortak girişimi olarak proje-uygulama, koordine ve kamuoyu desteği verdiğimiz iki tarihi şehir, İstanbul/Tiflis ”KARDEŞLİK ORMANI” ile ilgili İstanbul ve Tiflis Belediye başkanlıkları karar mercilerine başvurularımızı yapmış bulunuyoruz!Herkesimde heycan yaratan ”Kardeşlik Ormanı” için iki kardeş şehir Belediye Başkanı’nın start vermesini ivedilikle bekliyoruz!
Gürcü Kültür Merkezi Derneği Yönetim Kurulu
Maya Mchedlidze Uzal: სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრი (Gürcü Kültür Merkezi Derneği) და ინტერნეტ ვებგვერდი – ქართული ამბები (Gurcuhaber.com) აგრძელებს ’’თბილისში სტამბოლის სახელობის ტყე-პარკი და სტამბოლში თბილისის სახელობის ტყე-პარკი’’, პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრებს .
ჩვენი მკითხველისთვის თავად პროექტი, უკვე კარგად არის ცნობილი. თბილისში სტამბოლის სახელობის და პირიქით სტამბოლში თბილისის სახელობის ტყე-პარკის დაარსების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ჩვენ მრავალჯერ გვისაუბრია.
პროექტის იდეას, გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი საფუძვლები, როგორიცაა ორი ქვეყნის საქართველოსა და თურქეთის კეთილმეგობრული ურთიერთობა, ასევე ორი დიდი ქალაქის თბილისისა და სტამბოლის 2018 წლის 18 აპრილის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ეს ორი ქალაქი ოფიციალურად დაძმობილებული ქალაქების სტატუსით სარგებლობენ.
როგორც მოგეხსენებათ პროექტი უკვე გავაცანით ანკარაში საქართველოს ელჩს ბატონ გიორგი ჯანჯღავას, სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულს ქალბატონ ინგა კიკვაძეს, ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ კონსულს ბატონ გელა ჯაფარიძეს.
საქართველოში ჩამოსულებმა შეხვედრა გავმართეთ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარესთან ბატონ რევაზ სოხაძესთან. შეხვედრას ესწრებოდა ქართული კულტურის ცენტრის მეგობარი და პროექტის დიდი გულშემატკივარი, ქალბატონი ლალი ანდრონიკაშვილი.
ცოტა ხნის წინ ასევე შევხვდით და პროექტის ირგვლივ ვისაუბრეთ თურქეთის ელჩთან თბილისში, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანთან.
გარდა ამისა, უკვე გვქონდა ოფიციალური შეხვედრა, სტამბოლის დიდი ქალაქის მერის თანაშემწესთან, ბატონ ჰასან აქკუშთან, რომელზეც განვიხილეთ პროექტი და შევიმუშავეთ მისი განხორციელების რეალური გზები.
პროექტის განხორციელების გზები განვიხილეთ ოფიციალურ შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილესთან ბატონ ანდრია ბასილაიასთან, კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროს ქალბატონ ნინო სულაძესთან ერთად .
მათ ერთხმად მოიწონეს ტყე-პარკის დაარსების იდეა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მის განხორციელებას.
ტყე-პარკის შექმნის პროექტი ორი ქალაქისთვის, მოწონებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან, თბილისის მერის მოადგილესთან შეხვედრისას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ბატონი მირიან ხოსიტაშვილი ჩვენს გვერდით იმყოფებოდა.
ერთმანეთის სახელზე შექმნილი ტყე-პარკის დაარსებას ორ დიდ ქალაქში, გამოუჩნდა უამრავი მხარდამჭერი, როგორც თურქეთში ასევე საქართველოში.
სტამბოლში მოქმედი მრავალრიცხოვანი ასოციაციები თუ ორგანიზაციები მიესალმებიან გამწვანების იდეას, განსაკუთრებით იწონებენ და მხარს უჭერენ ქართული კულტურის პროპაგანდას თურქეთის ისეთ სტრატეგიულ ქალაქში, სადაც რეალურად არის აზიისა და ევროპის შესაყარ-გასაყარი. სადაც ძგერს მრავალკულტურული ქალაქის მაჯისცემა. პროექტს ასევე მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
პროექტის ორგანიზატორები და ავტორები:
ინტერნეტ ვებგვერდი ქართული ამბები (Gurcuhaber.com) და ქართული კულტურის
ცენტრი (Gürcü Kültür Merkezi Derneği)
პროექტის გაცნობა:
თბილისში სტამბოლის სახელობის და სტამბოლში თბილისის სახელობის ტყე-პარკის
დაარსება. მინიმუმ 3 000 ახალი ხე დიდ ქალაქს. ტყე-პარკი, ქალაქის სუფთა ფილტვებია !
ტყე-პარკი ამავე დროს არის მეგობრობის სიმბოლო ორი დიდი ქალაქის თბილისისა და
სტამბოლისთვის.
პროექტის საფუძვლები და მიზნები:
ყველასათვის ცნობილია რომ საქართველოსა და თურქეთის, ამ ორი ქვეყნის მეგობრული
ურთიერთობები სამაგალითოა. ასევე უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, ორი ქვეყნის
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დონის ურთიერთობები.
აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი, რომ თბილისი და სტამბოლი არიან დაძმობილებული
ქალაქები.
2018 წლის 18 აპრილს ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი თბილისსა და სტამბოლს შორის. ხოლო 2016 წლის 1 ივნისს, მხარეებმა
ხელი მოაწერეს პროტოკოლით დადგენილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმს.
2016 წლიდან დღემდე საქართველოსა და თურქეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად
შეიცვალა როგორც თბილისის, ასევე სტამბოლის ქალაქების მერები, შესაბამისად
შეიცვალა მათზე დაქვემდებარებული ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკა და
პოლიტიკური პათოსი. ხელახლა არჩეულმა პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს და
მოიწონეს 01.06.2016 წლის ორი დიდი ქალაქის წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი
მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მხარეებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რიგ საკითხებზე დაიწყებოდა
აუცილებელი სამუშაოები, სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობათა გაჩაღების მიზნით.
2020 წლის იანვრიდან, მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ, ამ ორი ქალაქის მეგობრობისა
და ურთიერთთანამშრომლობის აქტიური პროცესები დროებით დაამუხრუჭა.
თბილისში სტამბოლის და სტამბოლში თბილისის ტყე-პარკის პროექტის შედგენისას,
ჩვენ როგორც პროექტის ინიციატორი ინსტიტუტები, ვაცნობიერებთ ჩვენ დიდ
პასუხისმგებლობას და გაგვაჩნია პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებიც.
პროექტის სისრულეში მოყვანა ფინანსურ დაწოლას არ გამოიწვევს ქალაქების შიდა
ბიუჯეტისთვის.
ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული გეგმა და უკვე მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა,
როგორც კერძო კომპანიების მხრიდან ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
ინსტიტუციებიდან თურქეთში.
პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებები გრძელდება თბილისში, თურქეთის საელჩოსთან,
ანკარაში საქართველოს საელჩოსთან, სტამბოლში საქართველოს გენერალურ
საკონსულოსთან.
გარდა ამისა, უკვე გვქონდა ოფიციალური შეხვედრა, სტამბოლის დიდი ქალაქის მერის
თანაშემწესთან, ბატონ ჰასან აქკუშთან, რომელზეც განვიხილეთ პროექტი და
შევიმუშავეთ მისი განხორციელების რეალური გზები.
პროექტის გეგმა/მიზანი:
ჩვენ როგორც იდეის ავტორები, ქართული კულტურის ცენტრი და ქართული ამბები,
პროექტი შევიმუშავეთ საქართველო-თურქეთის მთავრობათა სტრატეგიული
პარტნიორობისა და მათი მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე, ღრმად გვწამს,
რომ ტყე-პარკის შექმნის პროექტი ხელს შეუწყობს კულტურულ დაახლოებას მომავალში
და კიდევ უფრო დააახლოვებს მეზობელ ხალხებს, ხოლო ერთმანეთის სახელზე
შექმნილი ტყე-პარკები სამუდამოდ დააკავშირებს ამ ორ უაღრესად ისტორიულ ქალაქს,
როგორებიცაა თბილისი და სტამბოლი.
რა არის სტამბოლის ტყე-პარკი თბილისში და თბილისის ტყეპარკი სტამბოლში? როგორ
უნდა შეიქმნას ის?!
თბილისის ქალაქის მერია სტამბოლში, პროექტისათვის სპეციალურად გამოყოფილ
ტერიტორიაზე დარგავს 3.000 ხეს, ხოლო სტამბოლის დიდი ქალაქის მერია დააბრუნებს
3.000 ხეს თბილისში. ქალაქები ერთმანეთისთვის დარგავენ ხეებს და თავადვე
უზრუნველყოფენ მათ დაცვა-შენარჩუნებას.
ტყე-პარკის შექმნის დეტალური გეგმა:
ტყის შუაგულში აშენდება საბავშვო ზონა, ასევე აშენდება და იარსებებს მუზეუმი ტყის
თემაზე, ტყე-პარკი დაიტვირთება დასასვენებელი ადგილებით, ამავე სივრცეში
აუცილებლად იმუშავებს ქართული და თურქული კერძებით დატვირთული კვების
ობიექტები, ქართულ სამზარეულოს უპირატესობა მიენიჭება სტამბოლის ტყე-პარკში,
ხოლო თურქულ სამზარეულოს უპირატესობა ექნება თბილისის ტყე-პარკში.
პარკები რაღა თქმა უნდა აღიჭურვება საპირფარეშოებითაც.
პროექტში შეტანილია ტყე-პარკის სტრუქტურული მოწყობის გეგმაც.
პარკში განთავსდება კვების ობიექტები, რომელთა არქიტექტურული დიზაინი ორი
ქალაქის ყველაზე დამახასიათებელი შენობების ანალოგი იქნება.
მაგალითისთვის, თბილისის ტყე-პარკს, უდაოდ, დაამშვენებს, კვების ცენტრები,
ქალწულის კოშკისა და გალათას კოშკის მინი ანალოგები.
სტამბოლის ტყე-პარკისთვის კი შესაძლებელია მოსასვენებელი ობიექტების აშენება,
ისეთივე დიზაინით, როგორებიცაა გაბრიაძის თეატრთან მდებარე საათის კოშკი
თბილისში, ან კიდევ ,,ქართლის დედა,, მცირე ვერსია.
ტყე-პარკები აუცილებლად იქნებიან ორი ქალაქისა და შესაბამისად ორი ქვეყნის
მეგობრობის სიმბოლო.
სარეკლამო ბროშურები შეიქმნება და უსასყიდლოდ დაურიგდება პარკის წიაღში
მოხვედრილ სტუმრებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას.
პროექტის შექმნის მიზანია:
● ახალი სივრცის შექმნა ორი ქალაქის მოსახლეობის ურთიერთობათა
განვითარებისთვის ახალი ეტაპი.
● ხალხთა შორის კულტურული გაცვლა-გამოცვლა.
● ორ ქალაქს შორის სავაჭრო ურთიერთობათა ხელშეწყობა მერიების მხრიდან
სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების კიდევ უფრო დახვეწა და გაღრმავება.
● ორი ქვეყნის მიერ ორი კულტურის ერთმანეთისადმი გაცნობა, მრავალრიცხოვანი
პრეზენტაციებისა თუ ღონისძიებათა მოწყობა, საამისოდ ტყე-პარკის გამოყენება.
● მერიების ინიციატივით ლაშქრობების, მოგზაურობების დაგეგმვა, კულტურული
გაცვლა-გამოცვლის საბაბით.
● ტყე-პარკის შექმნისა თუ მოპირკეთების პროცესებში, ადგილობრივი მოსახლეობის
ჩართვა/დასაქმება.
● ორი ქალაქის, ორი ქვეყნის მოსახლეობის ერთმანეთისადმი ინტერესის კიდევ
უფრო გაღვივება, მედია საშუალებების ჩართულობა ორი ქალაქის მეგობრობის
განვითარების საქმეში.
პროექტის სამიზნე:
ორი ქალაქის მოსახლეობა / ორი ქვეყნის ხალხები
******
პროექტის გენერალური კოორდინაცია: ფეჰმი უზალ
მობ: +995 599176062 +90 532 286 92 82
ელექტრონული ფოსტა: fehmiuzal55@gmail.com