🔸თბილისის თავგადასავალში ქალაქის მმართველებს განსაკურებული ადგილი უჭირავთ.
Mirian Khositashvili : ძველი დროიდან მოყოლებული თბილისს მართავდნენ თბილისელი ბერები, შემდეგ არაბების შემოსვლამ ქალაქის მართველობაში ამირას თანამდებობა დაამკვიდრა. მოგვიანო პერიოდში ამირათამირას პოზიცია ჩნდება, რომელსაც თბილისის მოურავი ანაცვლებს.
🔸️XVI- XVII საუკუნეებიდან მოურავს დაქვემდებარებაში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობებია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ერთდროულად იწოდებოდა მელიქმამასახლისი. ქალაქის ხელმძღვანელს მისი ნაცვალიც ექვემდებარებოდა.
🔸️საქალაქო ცხოვრების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კანონმდებლობის შექმნა – მოწესრიგებას, ვახტანგ VI – ის „დასტურლამალში’’ დიდი ადგილი ეკავა ქალაქის მოხელეთა უფლება მოვალეობებს. მათი საქმიანობა საკანონმდებლო ბაზით იყო დადგენილი, რაც რა თქმა უნდა ქალაქის განვითარების მაჩვენებელია.
🔸️ქალაქის მართვა-გამგეობა დიდი საქმე და პასუხიმგებლობაა. განსაკურებით ისეთი ქალაქისა როგორიც თბილისია.