Dato Mağradze, Gürcistan Vatikan Büyükelçiliği tarafından desteklenen eserinin İtalyanca çevirisinin sunumuyla ilgili olarak Register ile yaptığı röportajda, zorlukların ve özgürlüğün bastırılmasının insanların dini duygularını nasıl etkilediğinden bahsetti .
Gürcü milli marşının söz yazarı, insan özgürlüğünün ateşli bir savunucusu olan Dato Mağradze, inancı halkın en büyük özgürleştirici gücü olarak gördüğünü aktarmış https://www.ncregister.com/ a.
Üç kez Nobel Edebiyat Ödülü’ne aday gösterilen Dato Mağradze, 1992-1995 yıllarında Gürcistan Kültür Bakanı olarak görev yaptı. 1999-2001 yıllarında Tiflis Parlamentosu üyesiydi. Ülkede Sovyet sonrası dönemde önemli bir siyasi ve entelektüel figür olan şairin eserleri Türkçe dahil bir çok dile çevrilmiştir.
Register Amerikan baskısında Dato Mağradze ile İngilizce yayınlanan röportajında Sovyetler Birliğinden Kafkasyaya, Gürcistan’ın Gül Devriminden günümüze kadar görüşmenin tamamını https://kvirispalitra.ge/ yayınından Gürcüce buraya alıyoruz.
*****
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე, ადამიანის თავისუფლების მგზნებარე დამცველი, რწმენას ადამიანების უდიდეს განმათავისუფლებელ ძალად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, რწმენას აქვს უნიკალური ძალა, სახელმწიფოსა და სხვა მიწიერ ძალებს სათანადო ადგილი მიუჩინოს. სწორედ ამ იდეით, ქართველმა პოეტმა შექმნა “თავისუფლება”, რომელიც საქართველოს ახალ ჰიმნად ოფიციალურად 2004 წელს გამოცხადდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ბოლო მოუღო საბჭოთა კავშირის მტკივნეულ ეპოქას კავკასიის ამ ქვეყანაში.
Register-სთან ინტერვიუში მისი ნაწარმოების იტალიური თარგმანის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც წმიდა საყდართან საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა, მაღრაძემ ხაზგასმით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს გაჭირვება და თავისუფლების ჩახშობა ხალხის რელიგიური გრძნობის ამაღლებაზე. მისი აზრით, ამის კარგი მაგალითია ქართველი ხალხის ძლიერი რწმენა, რომელმაც მე-20 საუკუნეში მძიმე კომუნისტური ტოტალიტარიზმი განიცადა.
დავით მაღრაძეს, რომელიც ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში სამჯერ იყო ნომინირებული, 1992-1995 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 1999-2001 წლებში კი ის თბილისის პარლამენტის წევრი იყო. პოეტი, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ინტელექტუალური ფიგურაა ქვეყანაში, დარწმუნებულია, რომ ადამიანის ნამდვილი თავისუფლება ყოველთვის წარმოიშობა ზეცასა და დედამიწას შორის არჩევანის საფუძველზე.
– თქვენ შეხვდით რომის პაპს, ფრანცისკეს, სექტემბერში, რათა მისთვის წარგედგინათ ახლახან იტალიურად თარგმნილი თქვენი პოეტური ნაწარმოებები. რა შთაბეჭდილება დატოვა პაპმა თქვენზე?
– ეს იყო საოცარი შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ძალიან პირადული საკითხი, რასაც თქვენს აუდიტორიას ვერ გავუმჟღავნებ, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. როცა პაპს ხვდები, შთაბეჭდილების ქვეშ ხარ; ის ყოველთვის გიტოვებს განცდას, თითქოს საკუთარ თავთან შეხვედრას ელოდი. იგი სულიერად ამაღლებული და ძალიან მოკრძალებული პიროვნებაა.
– “სახელმწიფო აღარ ეძებს ადამიანს მოქალაქეში“ – ეს თქვენი ლექსია, რომელსაც ხშირად ციტირებთ და ერთგვარი დევიზი გახდა თქვენთვის. გულისხმობთ იმას, რომ დღევანდელი სახელმწიფოები დეჰუმანიზაციას განიცდიან? რატომ?
– ამით რისი თქმაც მსურს არის ის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, ხოლო სახელმწიფომ შექმნა მოქალაქე, რომელსაც ზოგჯერ ავიწყდება მისი სულიერი განზომილება. ამ ნაკლის ასანაზღაურებლად პოეზიის მთავარი მისია მოქალაქეში ადამიანის გადარჩენაა. ეს არის ის, რასაც პოეტი ყოველთვის ცდილობს. რის დაგმობასაც ვცდილობ, არის ის, რომ ცივილიზაცია ადამიანში ეძებს დამნაშავეს. ცივილიზაცია იყო ის, ვინც ჯვარს აცვა იესო. კულტურა, რომლის ნაწილიც პოეზიაა, კრიმინალში სიმბოლურად ეძებს პიროვნებას, ადამიანს და სწორედ ესაა პოეტის ფუნდამენტური როლი ნებისმიერ საზოგადოებაში.
– თქვენ ხართ საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორი, რომელიც პირველად 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღეს. როგორი იყო თქვენი განწყობა, როცა ეს ტექსტი დაწერეთ?
– როგორც პოეტი, მე არასოდეს ვწერ ისე, რომ წუთიერ მოვლენებზე ვიყო ორიენტირებული. ყოველთვის ვცდილობ, ვიფიქრო მარადისობის ენაზე. მაგრამ ჩვენ, ამდენი წლის განმავლობაში, თავისუფლება წაგვართვეს [70 წელი საბჭოთა უღლის ქვეშ ცხოვრობდა ქვეყანა]. როცა ეს თავისუფლება დავიბრუნეთ, ემოციამ მიბიძგა დამეწერა ეს ლექსები. თუმცა იმ მომენტშიც, მიუხედავად იმისა, რომ ემოციამ აღმაფრთოვანა, მხოლოდ აწმყოზე არ ვფიქრობდი, გამსჭვალული ვიყავი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ეს სამი დრო, როდესაც ისინი ანეიტრალებენ ერთმანეთს, წარმოშობს ღვთაებრივ დროსა და მარადიულ ჭეშმარიტებებს.
– რწმენა და თავისუფლება თქვენი ჰიმნის საფუძველია. რა კავშირს ხედავთ ამ ორ იდეას შორის? რატომ ფიქრობთ, რომ ისინი ასე მყიფეა?
– რწმენა და თავისუფლება თავიანთი თვისებებით ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ასე მიმართა ღმერთმა ადამს შუა საუკუნეების დიდი პოეტის, ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას კალმიდან: „ჩვენ არ შეგვიქმნიხარ არც ზეციური და არც მიწიერი ნივთიერებისგან, არც მოკვდავი და არც უკვდავი, რათა თავისუფალი არჩევანითა და ღირსებით შეგექმნა საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმით, რომელსაც აირჩევდი. შენ გაქვს მონიჭებული ძალა, დამცირდე ცხოვრების ქვედა ფორმებამდე, მხეცებამდე, და გაქვს ძალა, ხელახლა დაიბადო უმაღლეს ფორმებში, ღვთაებრივში” [Oratio de Hominis Dignitate. ]. ასე რომ, ღმერთმა არ დაგვაყენა კონკრეტულ ადგილას კოსმიურ იერარქიაში: თქვენ ირჩევთ, იქნებით მიწიერი თუ ზეციური. ეს ძალიან ფართო თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება შეჯამდეს ზეცასა და დედამიწას შორის არჩევანში. ეს არის რწმენის საფუძველი.
დღეს კიდევ ერთი ტენდენციაა. ზოგიერთ ახალ იდეოლოგიას სურს უზრუნველყოს, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ არჩევანის ფუნდამენტური თავისუფლება, იყვნენ კარგი ან ცუდი. იმისთვის, რომ აღარ გვქონდეს საჭირო გამოცდილება, გავარჩიოთ კარგი ბოროტისაგან, სილამაზე სიმახინჯისგან. ჩვენი თავისუფალი ნება ნადგურდება ჩვენი საზოგადოებების მიერ. ბრძოლაა, ბრძოლა ცივილიზაციასა და კულტურას შორის, როგორც უკვე აღვნიშნე. ცივილიზაცია ჯვარს აცვამს პოეზიას, სიმბოლურად, რა თქმა უნდა. მაგრამ კულტურასა და პოეზიას აქვს უნარი, ყოველთვის ამაღლდეს ყველა დროში და შეინარჩუნოს ადამიანის მარადიული ჭეშმარიტება.
– როგორ დაახასიათებდით ქართველი ხალხის რწმენას?
– ცნობილია, რომ ჩვენ თავიდანვე ისლამიზმის წრეში ვცხოვრობდით და ყოველთვის იძულებულნი ვიყავით, დაგვეცვა ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოება. ეს არის ჩემი ქვეყნის ისტორია და ეს არის იმ ცეცხლის სათავე, ჩვენი ვნება ქრისტიანობის დასაცავად. ის ცეცხლი ჯერ კიდევ იწვის; საქართველოში ის ძალიან აქტიურია. ჩვენთვის ტრადიცია ქრისტიანობაა და ფერფლის თაყვანისცემის ნაცვლად, ამ ცეცხლის მომავალი თაობისთვის გადაცემაა.
– როგორც ქრისტიანმა და პოლიტიკურად აქტიურმა პოეტმა, რამდენად განიცადეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რომელიც თქვენს ქვეყანასთან ახლოსაა?
– ჩვენ უკვე დიდი ხანია ვშუამავლობთ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ისინი ჩვენი მეგობრებიც არიან და ისტორიული მეზობლებიც. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბოლო თვეებში, ძალიან ეფექტურად განახორციელა შუამავლობა კავკასიაში მშვიდობისთვის. კონფლიქტის დროს, მე არ შემეძლო პოზიცია მხოლოდ ქრისტიანული პერსპექტივიდან გამომდინარე დამეკავებინა, რადგან როცა ადამიანის სისხლი იღვრება, ასეთი მოსაზრებების გამოთქმა არ შეიძლება.
– საერთაშორისო პრესა ბოლო დროს იუწყება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და სახალხო აღშფოთების შესახებ, ყოფილი პრეზიენტის – მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში შიმშილობდა. როგორია თქვენი შეხედულება შექმნილ სიტუაციაზე?
– ყოფილ პრეზიდენტს ძალიან მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული. ქართველი ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ რადგან ის პრეზიდენტი იყო, ამ ბრალდებებზე პასუხი არ უნდა აგოს. მიმაჩნია, რომ მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს უფრო მაღალი კატეგორიები, რომლებსაც შეუძლიათ გაითავისუფლონ თავი კანონებისაგან და მეორე კლასის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ ქმედებებზე პასუხს აგებენ. კანონი ყველასთვის ერთნაირია. როგორც ქრისტიანმა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე.
დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი აზრით, ძალიან ღიაა გამოხატვის თავისუფლებისათვის, რაც არ ხდებოდა ყოფილი პრეზიდენტის დროს, რომელიც აკონტროლებდა პრესას. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
– შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი შემდეგი ლიტერატურული პროექტის შესახებ?
– ყოველთვის გეგმების გარეშე ვმუშაობ. პოეტის ხვედრი ასეთია: ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს; რაღაცას წერ, შემდეგ ჩერდები, რომ ისევ იფიქრო. თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ისეთი დეტალები, რომლებიც გარშემომყოფებმა შესაძლოა ვერ შეამჩნიონ.
ჩემი აღქმა ჩემი განსაკუთრებული მოწოდების შესახებ ასეთია: სანამ ზიარების დროს პური და ღვინო ხდება ქრისტეს ხორცი და სისხლი, ძალიან მარტივი სიტყვები, პოეტის ლოცვა შეიძლება პოეზიად იქცეს. ეს არის ის, რისი სამყაროსთვის მიცემასაც გავაგრძელებ.