Giorgi Janjgava: დღეს, თურქეთში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იავუზ სელიმ ქირანისა და ჩემი მონაწილეობით, გაიმართა ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული თურქული საფოსტო მარკის პრეზენტაცია.
მე, როგორც საქართველოს ელჩსა და ამავდროულად, ფილატელისტს, ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა ჩვენი ჩანაფიქრი, რომელშიც ანკარაში საქართველოს საელჩოს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ამასთან, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა თურქულ მხარეს, გაწეული მუშაობისთვის.