***
(მაყვალა გონაშვილს)
და მაინც, ალბათ მწყალობდა ღმერთი,
რამდენ კინტოს და რამდენ გლეხუჭას,
სურვილი ჰკლავდა,რატომღაც,ჩემთვის
გულის გუგები რომ დაეხუჭა.
შენ კი,ჭრილობებს ცრემლით ურჩენდი
ბევრს და,ჩემთანაც იყავ კეთილი;
შენ სული,როგორც იის ფურცლები,
წიგნის ფურცლებში გაქვს ჩაკეცილი.
და სული,როგორც ლურჯი კონები,
წიგნივით გაშლილ ხელში გახმება;
მარტო ხარ…მამრთა ლეგიონები
თუმც შეგიმართავს შენ ჩახმახებად.
მწამს,უბედობა იქცევა ბედად,
მუხლზე დადგება ყველა უშვერი…
ჩემს მარტოობას ეშმაკი ბედავს,
შენს მარტოობას ღმერთი უშველის.
ვახტანგ ღლონტი,1991 წელი
(1 მარტი – დღეს მაყვალას დაბადების დღეა…
ფოტო დემიკო ლოლაძისა)