დავით არაბიძე: 1939 წლის 31 მარტს ქართველი მწერლის, ფილოლოგის, ისტორიკოს-ლიტერატურამცოდნის, საქართევლოს სსრ მეცნიერებათ აკადემიის აკადემიკოსის (1944 წელი) კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდიასა და მირანდა (მათიკო) ნიკოლოზის ასულ ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1991-1993 წლები), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991 წელი), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია (1939-1993 წლები).
ზვიად გამსახურდიას შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან: იგავი “მელას დისერტაცია”
“ერთმა მელამ დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ქათამი და მისი მნიშვნელობა სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სიტემაში”. ოპონენეტებად იყვნან დათვი და სახედარი. დათვმა ხაზი გაუსვა მელას დიდ გამოცდილებას ხსენებული მიმართულებით კვლევაში, თუმც აღნიშნა ის სუბიექტივიზმი, რომელსაც მელა იჩენდა ამ შინაური ფრინველის წინ წამოწევისას. სახედარმა კი პირიქით, უარყო პირველი ოპონენტის ეს შეხედულება და ნაშრომის მხოლოდ დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.
გაუგებარია, – უთხრა დარბაზში მჯდომმა კურდღელმა თავის
მეუღლეს, დათვის უკმაყოფილება მესმის, ალბათ, მოელის რომ სადისერტაციო ნადიმზე მხოლოდ შემწვარი წიწილები იქნება და სურს მიახვედროს მელა, რომ შემწვარი ძროხა უფრო არსებითია მისთვის, ეს სახედარი კი აბა რას იცავს ასე თავგამოდებით, ბალახის მჭამელი – ხორცის მჭამელს?”
- “შე საბრალოვ, უთხრა მეუღლემ, – ამ ხნის კაცი ხარ და ჯერაც ვერ გარკვეულხარ ცხოვრებაში. მთელი ქვეყნა ხედავდა გუშინ, თუ როგორ აგროვებდა მელა ჩალას თავის წვრილშვლითურთ. სახედრის მომადლიერებაზე იოლი რაღაა, ან ჩალას რა გამოლევს ჩვენს ჭალებში?!”.