,,,უაღრესად ძვირფასი საჩუქარი მივიღე. რამაზ სურმანიძის წიგნი სახელწოდებით Mustafa Yakut “მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი)”,რომელიც წიგნის გმირმა თავად ბატონმა მუსტაფა იაქუთმა /გურამ ხიმშიაშვილმა გადმომცა.
გურამ ხიმშიაშვილი ცნობილი სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავალია. ქართული კულტურის და ისტორიის დიდი ქომაგია თურქეთის რესპუბლიკაში.
პუბლიცისტი რომელიც დღესაც აქვეყნებს სტატიებს ცნობილი ქართველების მოღვაწეობის შესახებ,როგორც თურქულ,ისე ქართულ პრესაში.
მწერლის, პუბლიცისტისა და მკვლევარის რამაზ სურმანიძის წიგნი „მუსტაფა იაქუთი(გურამ ხიმშიაშვილი)“ 2919 წელს სტამბოლში დაიბეჭდა.
წიგნი ორენოვანია. ქართულ-თურქული გამოცემის პირველ ნაწილში ავტორს აღწერილი აქვს თურქეთში დაბადებული მუსტაფა იაქუთის( გურამ ხიმშიაშვილის) ცხოვრება და მოღვაწეობა. მეორე ნაწილი კი მის პუბლიცისტურ ნაშრომებს ეთმობა.
უამრავი მადლობის მიუხედავად სოციალური მედიის პლატფორმიდან,კიდევ და კიდევ დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გურამს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას.
თურქეთში ქართული კულტურის ცოცხალო მემატიანევ!
ბატონო გურამ!
ვამაყობ თქვენი გაცნობით და მეგობრობით!