ნათია სიხარულიძე: – „გალაკტიონს ხანდახან თავის მოსაწყლება უყვარდა. იტყოდა, აბა, მე ვინ ვარ, პოეტი ის არისო და დაასახელებდა რომელიმე თანამდებობრივად აღზევებულ საშუალო ან სულაც წყალწყალა მელექსეს. ლიტერატურის ფეოდალებისგან შევიწროებული ქილიკობდა, გულს იოხებდა, თორემ საკუთარი თავის ფასი კარგად უწყოდა, მხოლოდ რუსთაველს შესცქეროდა ქვემოდან, როგორც მზეს.
– გალაკტიონის დღიურში არის თავის მოსაწყლების ერთი სრულიად განსაკუთრებული ნიმუში:
– ევროპა: ბერგსონმა გამოიგონა „ინტუიცია“.
– ამერიკა: აინშტაინმა „შეფარდებითი თეორია“.
-იმერეთი: მე არაფერი არ გამომიგონებია. მე არაფერი არ ვიცი. შკოლაშიდაც არ მისწავლია.
– თავს კი ისაწყლებდა, მაგრამ აშკარაა, ვის თვლიდა „სივრცეებში თანაბრად“ ეს „უსწავლელი იმერელი“. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პოეზიის სამყაროში ბერგსონიც იყო და აინშტაინიც.“
– თეიმურაზ დოიაშვილი, ნათია სიხარულიძე – „გალაკტიონი უცენზუროდ“ – „არტანუჯის“ ბესტსელერი თბილისის წიგნის ფესტივალიდან | წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე:
#არტანუჯისბესტსელერი #იკითხეარტანუჯისწიგნები