30 წლის შემდეგ
30 წლის შემდეგ:
საქართველო ისევ რუსთაველზე დგას და იმასვე ითხოვს, რასაც 1989 წლის 9 აპრილს, ოღონდ 20%-ით მცირე ტერიტორიით;
სახელმწიფოებრიობის დაარსებიდან 30 წლის შემდეგ ისრაელმა მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა ომი მოიგო და ტერიტორიები 2-ჯერ გაზარდა, უდაბნოში კი თანამედროვე, განვითარებული ქალაქები გააშენა;
თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნებიდან 30 წლის შემდეგ, თურქეთი NATO-ს წევრი და სწრაფად განვითარებადი ევროპეიზებული აღმოსავლური სახელმწიფო იყო;
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ყოფილი ნაცისტური გერმანია (დასავლეთი ნაწილი) და ყოფილი მილიტარისტული იაპონია ევროპისა და აზიის #1 სახელმწფოებად იქცნენ დემოკრატიულობით და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც სსრკ აკონტროლებდა, ისეთივე წუნპეში იყო, როგორც 30 წლის წინ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ავღანეთი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს, დემოკრატიის განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე იდგა.
მაგრამ 4 წელიწადში საბჭოთა რუსეთმა შუა საუკუნეებში გადაისროლა ისე მწარედ, რომ დღემდე ვერ ამოვიდნენ.
მაგალითი კიდევ ბევრია.
30 წლის წინ, მალტაში აშშ-ს რომ მეტი პასუხისმგებლობა აეღო, დღეს რუსთაველის გამზირს მიტინგები დაავიწყდებოდა.
იმედია, აშშ და ევროპა ამჯერად, მალტოს შეთანხმებიდან 30 წლის შემდეგ, მაინც იქნებიან პრინციპულნი და ძველ შეცდომას არ გაიმეორებენ.
მთავარია, ვინ გიდგას გვერდში.