ფონს სად ეძებ?! – ე ბოგა და ე ხიდე…
ევროპაში ,,ზადნით’’ უნდა შეხვიდე.
კარგ ცხოვრებას ახლავს კაი მაზანდაც,
ჰოდა,ბევრმა კაიბიჭმაც ,,დაზადნა.’’
დღეს რიდით ვართ უკიდურეს სოფელთან –
ზოგი გლეხი ისე გაევროპელდა.
მინდა ვუთხრა,შინაბერა გაბოს დებს –
მთლად რომ მთელი საქართველო გაბოზდეს,
არ გამოვა აზიისგან – ევროპა,
ყველაფერში რომ გვჭირს სანახევრობა,
რომც მიგვიღოს – მერე დაგვაპანღურებს,
ან ამ თვალებს სად წავიღებთ,ან – ყურებს?
ვხედავ…მესმის…ჩემი ქვეყნის დაქცევა…
,,ჭო,ჰად წევდე…ჯერჯერობით აგზე ვარ!..’’
ვახტანგ ღლონტი (ციკლიდან ,,წამოკრულები”)
14 მაისი,2019 წელი
***
**ბათუმი,მწერალთა სახლი,
მელიქიშვილის 21.