
Hasan Çelik: მარჯვენა მწვერვალს გაღმით თქვენ ხართ და გამოღმით მე… სადაც ვზივარ იმერხევის ერთერთი მწვერვალის ფერდობია… ამ მთებში საზაფხულო საძოვრებზე დაჰყავდათ მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველები…2-3 თვე აქ იმყოფებოდენ მემთევრი ქალბატონები და ამზადებდნენ ყველს-კარაქს-წოვას და მსგავს საკვებ პროდუქტს….მერე აგვისტოს ბოლო კვირას ამ “თებზე- თაზე/მთებზე-მთაზე” ამოდიოდა მთელი სოფელი და სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ზეიმობდნენ “მარიობას”… შემდეგ წამობარგავდნენ პროდუქტს-მემთევრებს და საქონელსაც და ჩამოჰყავდათ “ბარში” -სოფელში…
ჩვენთან ამ ბოლო წლებამდე არასოდეს გამიგია სიტყვა და მცნება “შუამთობა”…. ჩვენთან ამ საძოვრებს ყოველთვის ეძახდნენ “თა-მთას” ან პირდაპირ “yayla”ს თურქულად… რადგან ეს საძოვრები პირდაპირ მწვერვალების ფერდობებზე მდებარეობს იმერხეველი არასდროს ” თაში-მთაში” არ იტყვის ის ამბობს “თაზე”…
და ბოლოს რაც მთავარია არასდროს “მარიობა” არ ყოფილა “შუამთობა” იმ მოსახლეობაში რომელიც დაახლოებით 1556 წლიდან მოყოლებული ნაწილ ნაწილ და დრო და დრო ამაჰმადიანებდნენ ან ოსმალოები და ან ის მოღალატე ბატონები რომლებსაც სურდათ ნაკლები ოდენობის ხარკი ან გადასახადი ეხადათ ოსმალეთისთვის… აი ეს შუამთობა ვინ ჭკვიანებმა ასწავლეს გამოღმით მხარის ქართველობას არ ვიცი მაგრამ დაფიქრდით ერმაც-ბერმაც-ეთნოლოგმაც და ისტორიკოსმაც… ამას ხომ ვერ მოვთხოვ ვინმე მოლას…
ჰო და მამაჩემი მიყვებოდა მარიობის ზეიმის კვირეულის შესახებ…იგი უკვე ერთი წელია აღარა მყავს ამ ქვეყნად მაგრამ მარიობაზე ავედი გუშინ თაზე…ჯერ ვიზეიმე მერე დაგლოცეთ საჭიროებისამებრ რამოდენიმე ჭიქით ავღნიშნე მარიობა და გული ამიჩუყდა… მერე დავიბოღმე….. მე მგონი მოგახსენეთ რომ მარიობა მარიამობაა…მერე რა რომ ჩემები ქვეცნობიერად აღნიშნავდნენ… მგონი გულწრფელობა იყო მთავარი..
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა გილოცავთ ” მარიობას” გულით და სულით.. გფარავდეთ უფალიც და ” მარია” ც…