ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს, როგორც არასდროს, მიხარია და მეამაყება,
თბილისელი რომ ვარ…
გავედი ნაძალადევის ბუდესავით გადმოკიდებულ აივანზე…
ჯერ ბნელა… მაგრამ სწორედ ამ დღეს,
1926 წლის 25 ოქტომბერს
დაიბადა ავთო ვარაზი…
ესე იგი, არ ბნელა)))
„შვეული არის სიცოცხლე…
ცხოვრება კიდევ – თარაზი…
და მეეზოვის სველ ცოცხზე
სურათებს დადებს ვარაზი…
ის არ იცნობდა ნიკალას …
ჭიქაც არ აუწევიათ…
ჩუმად მიყვება მის ქალაქს…
ფაქიზს და მაღალ წნევიანს…
და ფიროსმანის ნაბიჯებს
ერიდება და გვერდს უვლის…
ჟირაფს არ გადააბიჯებს…
ლომსაც ფაფარს არ აუშლის…
შავ ხარს სხვა თვალით შეხედავს…
ხიდა არ დაავიწყდება
მერე რომ შექმნას შედევრად…
მარგოს ჩიტებსაც მიწვდება…
შეიგრძნობს გოგოს, ბუშტიანს
სხვა ქალს დახატავს ლამაზად…
კაცს დალევას რომ უშლიან…
ჯერ ის გაიგონ, რათა სვამს…
თბილისს ორივე უყვარდა…
ქალაქს ხომ არ აქვს დროები…
ზოგი დარჩება სულ აქა…
ათასი განმეორებით…
აი ასე, ექსპრომტად, გულიდან დამეწერა ეს ლექსი…
დღეს დაიბადა ავთო ვარაზი…
თბილისს, მისი სურათების ფერი დაყვება და
სამუდამოდ გაყვება …
თბილი…
საოცარი ოჯახისშვილი…
ულამაზესი და უძველესი გენების მატარებელი…
ნამდვილი თბილისელი არისტოკრატი…
თუ მის ფოტოებს დაუკვირდებით,
ყველგან სევდიანი თვალები აქვს…
ის ერთდროულად იყო სოცრად ვაჟკაცი და
სრულიად დაუცველი…
ბობოქარი და დამთმობი…
კაცთმოყვარე და ეული…
ცხოვრებაში არცერთი ნამუშევარი არ შეუქმნია შეკვეთით…
ის არ იცნობდა ფოროსმანს…
სამწუხაროდ, ფიროსმანიც არ იცნობდა მას…
არა და ისე გავდნენ ერთმანეთს რაღაცით…
რასაც ვერ დაასახელებ და ბოლომდე ვერ განსაზღვრავ…
შენთვისაც კი…
ცოტა ტრაგიზმით, ცოტა სიჯიუტით,
ცოტა თავგანწირვით, ცოტა ნიჭით…
და ეს ცოტა ბევრზე ბევრია…
ორივე ლამაზად და ამაყად დააბიჯებდა
თბილისის ქუჩებში…
როდესაც ქმნიდნენ თავის ნახატებს,
თითოეულში დებდნენ გულის პატარა ნაწილს…
გული კიდევ ისედაც პატარაა და
ვერ გამოიზოგეს თავისთვის…
ბეცრი რამე ვიცი და შემიძლია დავწერო
ბატონ ავთოზე, მაგრამ დღეს
რატომღაც ერთი მახსენდება განსაკუთრებით…
მან თავის კარზე, რომელსაც საკეტი საერთოდ არ ქონია,
„გლაზოკი“ დააყენა უკუღმა…
და ბრძანა – „ასე ჯობიაო…
მოვა ჩემთან სტუმარი, ჩაიხედავს ჩასახედში,
დაინახავს, რომ სახლში ვარ და შემოვა.
თუ დაინახავს, რომ არა ვარ,
არ შეწუხდებაო…
შეიძლება, ამით დავასრულო?
ამაზე მეტს და ლამაზს დღეს ვერაფერს ვერ მოგიყვებით…
თუმცა…
გუშინ გამიკვირდა…
რატომ არავის აქამდე არ მოსვლია აზრად, რომ
ავთოს ძველი შარვლისგან შექმნილი ხარის თავი,
რომელიც დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელონების მუზეუმშია გამოფენილი,
სინამდვილეში,
ფიროსმანის შავ ხარს ძალიან ჩამოგავს)))
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ავთო ვარაზივით სხვანაირად განუმეორებელ დღეს!