ვითარება სამყაროში
ამინდი ზოგჯერ დარობს,
ზოგჯერ ავდრობს.
წვიმა დაუშვებს და შეწყდება.
მზე ამოდის და ჩადის…
წყლები მატულობს და კლებულობს.
ჩიტები დაფრინავენ და ეშვებიან.
ვარდები ყვავიან და ჭკნებიან.
ბავშვები იცინიან და ტირიან.
მოხუცები დადიან და ჩერდებიან.
ადამიანები იბადებიან და კვდებიან.
სიყვარული იზრდება და მცირდება.
შეყვარებული აცინებს ზოგჯერ ატირებს.
რას ვიზამთ ცხოვრება ასეთია;
დღევანდელი გუშინდელს, ხვალინდელი კი დღევანდელს არ ემთხვევა.
ცხოვრება მდინარესავითაა;
მიედინება…
მიედინება…
მიედინება…
ლექსის ქართული თარგმანი: ნინა კოპილოვა შაჰინი.
( Serif Kutludag ) შერიფ ქუთლუდაღი არის ცნობილი თურქი მწერალი, პოეტი, აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1954 წლის 20 ივლისს, ქალაქ დენიზლიში. დაწყებითი და საშუალო განათლება აქვე მიიღო, უმაღლესი განათლება კი ანკარაში გააგრძელა. დაამთავრა თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1978 წლიდან მუშაობდა პედაგოგად.
1991-1994 წლებში დაინიშნა დენიზლის ეროვნული განათლების პროვინციის დირექტორად.
1994-2017 წლებში ფამუქქალეს უნივერსიტეტში მოღვაწეობდა რექტორად.
2017 წელს გადადგა თანამდებობიდან და პენსიაში გავიდა.
1999 წლიდან არის გაზეთი DEHA 20-ის მიმომხილველი. ასევე 2020 წლიდან აქტიურად ჩაერთულია და აგრძელებს მოღვაწეობას გაზეთ www.izmirkenthaber.com-ზე; www.aydın24haber.com-ზე.
ასევე აგრძელებს მოღვაწეობას IZDEGÜÇ- იზმირ დენიზლის სახალხო გაერთიანების ძალების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად.