ეს ნამუშევარი არ არსებობს უკვე!
ქრისტე აღდგა, ყველას გილოცავთ!
ნამუშევარზე, რომელზეც გიყვებით ეხლა, 3 წლის წინ, სანამ ახალგაზრდა ფეხბურთელის, შაქარაშვილის ტრაგედია დატრიალდებოდა, ერთი კვირით ადრე შევქმენი, სადაც ჩაფიქრებული, თვალცრემლიანი, დაღვრემილი და დამწუხრებული სახეები არიან გამოხატული.
მახსოვს სურათზე მუშაობისას განცდებში ვიყავი, ვიტანჯებოდი- ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო ჩემი სტილი, მაგრამ ვერ ხვდებოდი თუ რატომ ვხატავდი მაინც ასეთ სახეებს.
ასე გრძელდებოდ 7-8 თვე, სანამ ვმუშაობდი ტილოზე. ერთხელ გამოვფინე კიდევაც 27 სექტემბერს გალერეა არტტენტის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე.
მერე შაქარაშვილის ტრაგედიაც მოხდა, მივხვდი, რაღაც ახალგაზრდების ტრაგიზმზე იყო მიძღვნილი ეს ნახატი და რატომღაც ნამუშევარს
” არ შემდგარი ქორწილი” დავარქვი.
ეხლა სააღდგომოდ სიცხიანმა გადავწყვიტე გადამეწერა ეს სურათი.
სახელოსნო სართულით ზემოთ მაქვს, სამჯერ ვიყავი ასული და ჩამოსული გადაწყვეტილების მისაღებად. საბოლოოდ გადავწყვიტე გამეთავისუფლებინა სახეები, ისინი სურათიდან გავაქრე, გავწირე თითოეული მათგანი, ყველა სახე სამუდამოთ წავშალე, სადღაც გავუშვი, გავაცილე. ეხლა იგივე ტილოს ზედაპირზე აბსტრაქციაა.