მამა ადამი ახალაძე: წმიდა გიორგი ჩვენთვის რაღაც განსაკუთრებულია. მას ქართველი თითქოს დაბადებიდანვე გრძნობს, როგორც თავის სისხლსა და ხორცს, თავისი სულის ნათესავს.
უფრო მეტი! იგი მამაა, რომელიც გვპატრონობს და გვიცავს, ჩვენთვის იბრძვის და ზეციდან შემუსრავს ბოროტს!
წმიდა გიორგი დედაცაა ჩვენი, ანუ დედასავით მფარველი და მზრუნველი, ამა სოფლის განსაცდელთაგან ჩვენი განმარიდებელი!
იგი ძმაა წმინდანთა შორის დედისა ჩვენისა ნინო კაპადოკიელისა და ჩვენი სიგლახაკის ხელისა აღმპყრობელი!
გიორგობაა და ყველა გიორგის ანგელოზის დღეს ვულოცავ!
გიორგობისდღეა და დღესასწაულს გილოცავთ, ქართველნო! გავერთიანებულიყავით, ერთ სულ გავმხდარიყავით, ერთ გულ და ერთ გონება!
უფალთან საქართველოზე ფიქრებში დაღლილს ჩაგვძინებოდეს და ბედიიდან, ხანძთიდან, ჰერეთიდან და ტრაპეზუნდიდან ცისკრის ზარების რეკვ