რამოდენიმე დღის წინ მე და ორი ვიღაცა თბილისელის შორის შედგა ეს საუბარი. ერთი მათგანი მამაკაცია მეორე ქალი. საუბრის მონაკვეთი:
“-შენი სახელი?
-აქ ერეკლე მქვია. ოფიციალური სახელი კი ერდოღანი.
-მე მქვია თემური. თემურ ლენგ! (ხელი მუშთით აწია ამასობაში. თურქეთიდან რომ ვიყავი და ერდოღანი რომ მქვია ამიტომ).
-მტრის სახელს ატარებ და ამით ამაყობ.
-რატომაა მტერი? (რახან თურქეთიდან ვიყავი, ჩათვალა თემურლენგს პატივს ვცემდი. არა და თემურლენგი ანატოლიის თურქების მტერიც იყო).
-მტერია. დანარჩენს რომ დავანებოთ, საქართველოს მტერი იყო. მე ვარ თურქეთის მოქალაქე ოღონდ ეროვნებად ქართველი. საქართველოს მოქალაქეც ვარ.
ქალმა ჩაერთო;
-როგორი ქართველი ხარ ჩემნაირი იმერელისავით ქართველი ხომ ვერ იქნები (თან ღიმილით ამბობს).
-შენ ვინ გეკითხება ჩემს ვინაობას, დედა ვატირე შენნაირ და შენზე ნაკლებ ქართველს!
-მომისმინე, მამლუქი ხარ?
-რაის მამლუქი? მამლუქი არა მაგრამ მამლუქის რომანის თურქულ ენაზე მთარგმნელი კაცი ვარ. შენ არაფერი არ იცი გაუნათლებელი ვინმე ხარ!
კაცი რბილად ამბობს;
-ამან ისტორია არ იცის მე ვიცი, პოლკოვნიკი ვიყავი საბჭოთა პერიოდში, თქვენ იქით დარჩენილი ქართველები ხართ ერეკლე. ბოდიში. ამას არ მიაქციო.”…
პს. ასეთები ცოტაა მაგრამ მაინც არიან. მე ძლიერი ნერვები მაქვს ყოველთვის ასეთებს მოუწევს უკან დახევა.