გუშინ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia -ის საპრეზენტაციო დარბაზში აფხაზეთის მკვიდრის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ჟურნალისტისა და თვითნასწავლი მხატვრის, ბატონ Vazha Kakabadze -ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ძალიან თავისებური ხედვა და სტილი აქვს ბატონ ვაჟას. მისი ტილოებით საკუთარი ფილოსოფიისა და გულისტკივილის მიტანას ცდილობს საზოგადოებამდე.
მე ყველაზე მეტად ამ ტილომ დამაფიქრა, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების თანამედროვე პრობლემატიკას.
მზიანი დარია. ქალაქი მშვენიერია. კოპწიად ჩაცმული მოხუცი მუსიკოსი, რომელსაც, ეტყობა, ზურგსუკან დიდი ცხოვრება აქვს გავლილი, არაერთი დიდებული კონცერტი შეუსრულებია, სიცოცხლის ფინიშისკენ საზოგადოებისგან გარიყული აღმოჩნდა. არავის სჭირდება მისი მოსმენა საკონცერტო დარბაზში. და ისიც ქუჩაში გამოვიდა, რომ მისი ხელოვნებით გამვლელ-გამოვლელი დაატკბოს და მშიერიც არ დარჩეს. მიუხედავად ძნელ-ბედობისა, არ გამტყდარა, ნაოჭებით დასერილ სახეს ბოროტი გამომეტყველება არ მიჰკარებია. მზიანი დარი კი არის ულამაზეს ქალაქში, მაგრამ მოხუცი მუსიკოსის გარდა არავინ ჩანს. ქალაქი დაცლილია. თუმცა, ერთი-ორი გამვლელი მაინც გამოჩნდა და მცირე “ჰონორარი” ქვაფენილზე დაუტოვა ყოველდღიური პურის ფულითვის გაჭირვებით მებრძოლ საზოგადოებისთვის უსარგებლოდ ქცეული მოხუც მუსიკოსს.
ვიდექი, ვუყურებდი ამ ტილოს და თითქოს ეს სცენა მთლიანად დავინახე.
ჩვენც ის საზოგადოება ვართ, რომლის მთავარ ღირებულებებში სულიერებას ადგილი აღარ დავუტოვეთ.
ბატონო ვაჟა, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ იუბილეს. მრავალჟამიერ თქვენი ცხოვრება და გაისად ჩვენს აფხაზეთში! ❤️