Sakarya Kartvel Gürcü Laz Kültür Derneği kendi binasına inşa ediyor.
Veriko Chichiashvili-Chelik: Sakarya ilinin merkezi Adapazarı’nda Sakarya Büyükşehir Belediyesi’nce tahsis edilen 3 bin m2 arazide yapılacak binanın 300 m2 kapalı alanı olacak. Yapımı dernek tarafından gerçekleştirikecek ve inşaatına yakın zamanda başlanacak.
Bina mimari açıdan ilgi çekiyor.
Bina projesi için “Tsinandali Sarayı”ndan esinlenilmiştir.

Tsinandali Sarayı Gürcistan’ın Kakheti Bölgesi’nde Telavi kentindeki Tsinandali köyünde bulunuyor.
Günümüzde “Aleksandre Çavçavadze Müzesi” adını taşıyan yapı 1886 yılında Bugünkü şekline dönüştürüldü.
Sakarya Kartvel Gürcü Laz Kültür Derneği, bu saraydan esinlenerek oluşturduğu projeyi en kısa zamanda hayata geçirmek için çalışmaktadır. Birlikte başaracağız. Güç birlikteliktedir!

რეალობად ქცეული შთაგონება
„წინანდალი! განსაკუთრებით საამაყო და ამაღლებულია ის ჩვენთვის,მის მადლქვეშ მოვლენილი და დაფრთიანებული წინანდლელებისათვის,რომლებსაც,ვინ იცის ,რამდენჯერ აგვიწევია ამაყად თავი ჩვენს ქვეყანაში თუ უცხო მხარეში ამ სახელის ხსენებისას. თუ პოეტურმა მუზამ საქართველო ბაჯაღლო ბეჭედს შეადარა,თბილისი-შიგ ჩასმულ ბადახს,ხოლო თელავი თვალმარგალტად აღიარა,წინანდალს საქართველოს მკერდის მძივი უწოდა…
„თავს ევლება ვით ვაჟკაცი სატრფოს სურათს,
ალექსანდრე ჭავჭავაძის ბინას დარი ,
ზამთარშიაც ყვავილების ზღვაში ცურავს,
საქართველოს მკერდის მძივი – წინანდალი.“
წინანდალი!
საქართველო ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის ხიბლავს თვალსა და გონებას,აამებს გულსა და სულს,შთააგონებს შემოქმედს,ქართველს მამულიშვილური გრძნობით აღავსებს,ხოლო უცხოს დაატკბობს და პატივისცემით განაწყობს მისი მგზნებარე წარსულისა და აწმყოს მიმართ.“
ნაწყვეტი სოსო მეგუთნიშვილის წიგნიდან „წინანდალი და წინანდლელები“
საქარიას ქართველთა და ლაზთა კულტურის ცენტრის პროექტის ფოტოს როცა შეხედავთ ყურადღებას მიიქცევს მისი არქიტექტურა.წინანდლელები კი მაშინვე მიხვდებით პროექტის მსგავსებას ჩვენს ულამაზეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან. ამასთან დაკავშირებით დავუკავშირდით საქარიას ქართველთა და ლაზთა ასოციაციის თამჯდომარეს (Sakarya Kartvel Gürcü Laz Kültür Derneği Başkanı) ბატონ მუსტაფა კოლატს,მისი ქართული სახელი და გვარი -ილია პაპიძეს: „-ჩვენი კულტურის ასოციაცია წინანდლის სასახლის შთაგონებით შედგენილ პროექტს უახლოეს დროში განახორციელებს,ერთად ძლიერები ვართ,ძალა ერთობაშია!“- დაგვიდასტურა მან.
თურქეთში ქალაქ საქარიას ქართველთა და ლაზთა კულტურის ასოციაცია (Sakarya Kartvel Gürcü Laz Kültür Derneği)საკუთარი შენობის აშენებას გეგმავს. შენობა საქარიას პროვინციის ცენტრალურ რაიონში ადაფაზარში, საქარიას მერიისგან გამოყოფილ 3 ათას კვ. მიწაზე აშენდება. მშენებლობა უახლოეს დროში დაიწყება.შენობის ფართობი 300 კვ. იქნება.
კულტურის ცენტრი,რომელიც საქარიაში აშენდება, უამრავი კულტურული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების, სახალხო ფესტივალების გამართვის ადგილი იქნება.ასევე თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდან თუ საქართველოდან ჩამოსული სტუმრებს უმასპინძლებს.
წინანდალი რომ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია თავისი თვითმყოფადობით,მდიდარი კულტურული წარსულით, ისტორიით ამაზე ორი აზრი არ არსებობს,თუმცა ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ თურქეთის საქარიას ქართველების, შთაგონების წყაროდაც იქცა. ახლო მომავალში აქ ულამაზესი კულტურის სახლი აშენდება და არსებობის მანძილზე, მასთან ერთად, მარად იქნება შთაგონების წყარო- წინანდლის სასახლე.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი