მეგობრებო ზუსტად 13. საათზე დაიწყება ამჯერად შემოქმედებითი საღამო.
მოგესალმებით მეგობრებო.
ა./წ. 3 დეკემბერს, კვირას, 13 საათზე,
სტამბოლში არსებული
,,ქართული ენის ცენტრი”
მართავს სამი პოეტის შემოქმედებით საღამოს, რომლებიც გვესტუმრებიან საქართველოდან
1) ყველასათვის ცნობილი დიდებული პიროვნება, პოეტი, ბატონი გერმანე საზანოელი.
ყველა იცნობთ თითქმის, მაგრამ მინდა ორიოდე სიტყვით წარგიდგინოთ.
ის გახლავთ საქართველოს პოეტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, იმერეთის რეგიონში.
გაზეთ ,,სახალხო განათლების” რეგიონალური სამსახურის უფროსი.
,,ლექსის აკვნის” რედაქტორი და გამომცემელი.
ასევე მწერალთა კავშირისა და ჯუმბერ ლეჟავას აკადემიის წევრი.
გამოცემული აქვს შვიდი პოეტური კრებული. მიღებული აქვს ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
და კიდევ უამრავი რეგალიის და ჯილდოს მფლობელია..
2. პოეტი პაპუნა ქვარიანი.
ის 10 პოეტური კრებულის ავტორია.
პროფესიით პედაგოგი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიკოსია.
აგრეთვე ჯუმბერ ლეჟავას საერთაშორისო მრავალპროფილიანი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
გახლავთ უამრავი ჯილდოს მფლობელი.
3. მწერალი ბატონი ზურაბ ქობალია.
ის ფლობს ქართულ, მეგრულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. აქვს ნათარგმნი ძალიან ბევრი ნაწარმოები ქართულ ენაზე.
ბატონი ზურაბი გახლავთ გაზეთ ,,სახალხო განათლების” დირექტორი. ასევე მუშაობდა სტამბაში, გამომცემლობა ,,სამშობლო”.
ჯურნალში – ,,პარტიული სიტყვა”.
გაზეთ – ,,კომუნისტში”. შემდგომში – ,,საქართველოს რესპუბლიკა”.
ჟურნალში – ,,სკოლა და ცხოვრება”.
ჟურნალში – ,,პოლიტიკა”.
ის არის გამომცემლობა ,,ზენაარის" დამფუძნებელი და დირექტორი.
გახლავთ კიდევ მრავალი რეგალიისა და ჯილდოს მფლობელი.
გთხოვთ მობრძანდეთ ჩემო ძვირფასებო. თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი საღამო.
პატივისცემით. ,,სტამბოლის ქართული ენის ცენტრი”.
დირექტორი
ე. ილმაზი
ე. სურამელი
2023 წ.