ჩემი 9 აპრილი💔 მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვარდისფერ ფერებში ვუყურებდი სამყაროს, ამდენი ერთად დანთებული სანთელი და ერთ მუჭად შეკრული ხალხი არასდროს მენახა, საოცარი განცდა იყო, გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა,მაგრამ ერთმანეთს სიყვარულით და ჩახუტებით ვათბობდით, მერე საღამოობით ლელა ვეფხვაძე მოდიოდა და თავისი ჯადოსნური ჰანგებით:”დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს”, ” შავლეგ შენი შავი ჩოხა შავლეგო” კიდევ უფრო გვითბობდა სულს, მაშინდელი მილიცია მართლაც გმირები, უიარაღოდ ჩვენს გვერდით იდგა, გვიცავდა შიშველი ხელებით, იმ დღეს გადაუღებლად წვიმდა,დედამ გვიან წამიყვანა, არ დამტოვა ღამე, არ ვიცი ალბათ რაღაცას გრძნობდა, დილით 7საათზე ჩემი გაწონასწორებული და საოცრად თავშეკავებული დედის ტირილმა გამაღვიძა”ამ უჯიშოებმა ბავშვები ჩაგვიხოცესო” იმ წამსვე წამოვხტი და რუსთაველზე გავიქეცით, სამხედროები ე.წ “წესრიგს ამყარებდნენ”, ისხდნენ სიამოვნებისგან გაბრუებულნი, შუშის თვალებით გვიყურებდნენ და ამაყობდნენ ,” ნახეთ რა მაგრები ვართ ქალები, ბავშვები და ფეხმძიმე გოგო ჩაგიხოცეთო” ჯერ კიდევ სისხლის ნაკვალევი აჩნდა იქაურობას, სველი ასფალტის ანარეკლი,მოკლული გოგოების თმის სამაგრები, გვიყვებოდა იმ ავბედით ღამის ამბავს: ” ქალები გადავეფარეთ კაცებს, არ გვეგონა თუ ხელს გვახლებდნენო, ბიჭებს დასუსტებული მოშიმშილეები გაჰყავდათო, ჩვენ არაფერს ვაშავებდით ვლოცულობდით, ვმღეროდით და ვცეკვავდითო, ვიღაც ბიჭი გამწარებული ტანკს ურტყავდა ჯოხსო”, მერე გავიგე ეს ბიჭი ჩემი შმაგი დოლიძე ყოფილა, თავი ვერ შევიკავე და ერთ ერთ ტანკტან მივედი, რუსულად ვუყვიროდი არა ადამიანებო ეს რა ჩაიდინეთთქო, ერთი სამხედრო გადმომიხტა და სალანძღავი სიტყვებით დამემუქრა ეხლა შენც მიგაყოლებო, დედა გადამეფარა, თქვენ მხოლოდ ქალების და ბავშვების დაჩაგვრა შეგიძლიათო, მერე მეორემ ხელი აუკრა “რას აკეთებ დაწყნარდი, ვერ ხედავ ბავშვიაო” ბავშვები იყვნენ ეკა, ნათია, თამარი, სულ რაღაც 16 წლისანი, მე ბავშვი აღარ ვიყავი, იმ დილით გავიზარდე 😥 კომენდანტის საათის დროს 11 აპრილს, “უწესრიგობისთვის” თავის მანქანაში ჩაცხრილეს გია ქარსელაძე.😥 რამდენიმე დღეში პროცესიამ სიონის ტაძარში გადაინაცვლა, ყვავილები, რომ გადავიტანეთ, რამდენიმე მოვიწამლეთ, მიწას ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონია მომწამლავი გაზის ნარჩენები, საავადმყოფოში გაგვაქანეს, გადასხმები გაგვიკეთეს, მიუხედევად იმისა, რომ ცრემლი მაინც გვდიოდა მეორე დილით გამოვიპარეთ და ისევ სიონში წავედით, მთელი თბილისი, ასევე ახლობლები და მშობლები, რომელთაც თავისი გმირები დაკრძალეს, 40 დღის განმავლობაში ყოველდღე მოდიოდნენ, “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” უკვე შექმნილი იყო, ჩვენ,კი დახრილი, შავი დროშებით , ტიტებით ხელში ვიდექით და ჩუმად ვიმეორებდით” ფუჭად, ხომ მაიც არ ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება” ❤️🙏
თეა თეთრადძ