Nino Okrostsvaridze: ძალიან კარგი ადამიანი დააკლდა თურქეთელ ქართველებს და საქართველოს…თუფან ლომინაძე, თურქეთში ქართული კულტურის უდიდესი მოამაგე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული მამულიშვილი, ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელი, საქართველოს დიდი ლობისტი… მისი მეცადინეობით უამრავი ქართული საქმე გაკეთდა თურქეთში და გადარჩა… სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაუფასებელი დარჩა მისი ღვაწლი.. ქართველი ერისა და საქართველოს ამ დიდებულ მოჭირნახულეს საქართველოს მოქალაქეობა არ აღირსეს, ვიღაც ღვთისპირისგან გადაგდებულის დასმენის საფუძველზე… ის რასაც ბატონი ტუფანი აკეთებდა თურქეთელი ქართველებისთვის და საქართველოსთვის, არ გაუკეთებია არცერთ ხელისუფალს 1992-წლიდან დღემდე…
ბატონი ტურფანი მართლმადიდებლურად მონათლული აღესრულა, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.. ღირსეულად შეუერთდით ზეციურ საქართველოს მკვიდრ ჩვენს წინაპრებს… თქვენი დაწყებული ბრძოლა და საქმე კი გაგრძელდება…
“სულით უღრუბლო და მოწმენდილო წინაპარო ჩემო, ზოგჯერ უსაფლაო და დაუტირებელო, ძვალთშესალაგებში უსაქართველოდ დარჩენილო, საქართველოთი რომ ცხოვრობდი ხმლით და გონებით რომ იღწვოდი საქართველოსთვის, მაშინაც კი როცა სამშობლო შენი , სამკვიდრო შენი იმ ჩიტსა ჰგავდა ღობეს რომ ეხვეწება ქარს ნუ გამატანო. “