საფრანგეთში ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნა
პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გრანდიოზულად გაიხსნა. მთელი სანახაობა წყალზე მიმდინარეობდა. კონცერტები, სხვადასხვა წარმოდგენითი სანახაობა, აკრობატები და სხვა უამრავი ულამაზესი სცენა სწორედ წყალზე იყო გაშლილი.
ოლიმპიელები გემებით, ნავებითა და კატერებით შეცურდნენ წყალში და სწორედ ასე წარდგნენ მაყურებლების წინაშე.
რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ის 28 სპორტსმენისგან შედგება და მედროშეებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე წარმოადგენდა.
ოლიმპიადაზე საკმაოდ დიდი დელეგაციითაა წარმოდგენილი ჩინეთი რომელსაც 388 ოლიმპიელი ჰყავს პარიზის ოლიმპიადაზე.
მასპინძელი ქვეყნის – საფრანგეთისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით, პარიზში იმყოფება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი. ხან ჭენგი ჩინეთის პრეზიდენტის – სი ძინფინგის სპეციალური წარმომადგენელი იქნება, რომელიც 26 ივლისს, პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ულამაზეს წარმოდგენაზე ოლიმპიური ჩირაღდანი სუპერვარსკვლავთა შორის ხელიდან ხელში ამაყად გადადიოდა. ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობდნენ ზინედინ ზიდანი, ამელი მორესმო, კარლ ლუისი, სერენა უილიამსი, ნადია კომანესი… მთავარი ცეცხლი კი მარი-ჟოზი პერეკმა და ტედი რინერმა დაანთეს. მათ მიერ გაჩირაღდნებული საჰაერო ბურთი ოლიმპიადის მიმდინარეობისას პარიზის ცაზე იტრიალებს.
Eka Gulua