ლექსი, რომელსაც, სამწუხაროდ, სკოლებში აღარ ასწავლიან:
გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება!
მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა
შენსა ქვეყანას გამოადგება.
იყავ ბეჯითი და გქონდეს რწმენა,
დიდი განძია სწავლის შეძენა,
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად
გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!
მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია.”
ამონარიდი გიორგი ჭალადიდელის ლექსიდან “დედის დარიგება”.
- 790