Kakha Kvashilava
ჩვენი დროის გენია – პროფესორი სტივენ ჰოკინგი.
ოქსფორდში, სადაც ბაკალავრიატი გაიარა, ის ზარმაც და რთულ სტუდენტად მიაჩნდათ. სადიპლომო გამოცდისთვის კარგად ვერ მოემზადა და გამომცდელებს უთხრა:
„თქვენ შეგიძლიათ დამიწეროთ პირველი ქულა და მე აქ დავრჩები. მაგრამ თუ დამიწერთ მეორე ქულას, მე წავალ კემბრიჯში, დავწერ სადოქტორო დისერტაციას და თქვენ ვერასდროს მიხილავთ“.
მას დაუწერეს მეორე ქულა.
თუმცა, როგორც ერთ-ერთი ლექტორი იხსენებს, მას პროფესორები პატივს სცემდნენ, რადგან გრძნობდნენ, რომ გამორჩეული ნიჭის ადამიანთან ჰქონდა საქმე, რომელმაც იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე ზოგიერთმა მისმა მასწავლებელმა.
ჰოკინგმა, აინშტაინის მსგავსად, 76 წელი იცხოვრა და გარდაიცვალა14 მარტს, აინშტაინის დაბადების დღეს.