სად მიდიან ნეტავი,
ასე დილაადრიან?
ასე ფეხშეწყობილად
საით მიუხარიათ?
_დათვი კოლას სკოლაში,
იცით, რა მაგარია?
ამიტომაც ვიჩქარით
ასე, დილაადრიან.
იქ ყველაფერს ვისწავლით,
გვინდა გავხდეთ სწავლული,
არა დედა? _იმოწმებს
დედას ზღარბი ზაზული.
_მე არ მინდა სკოლაში,
მირჩევნია თამაში,
რატომ გიკვირთ, რას ხედავთ
გასაოცარს ამაში?
ბუზღუნებდა ზუზიკო,
იდგა მწკრივის ბოლოში,
_ნეტავ დავრჩენილიყავ
ჩემს საყვარელ სოროში.
ცაგო აბაშმაძის საბავშვო პოეზია.