ქართული თვითგამორკვევის საკითხი გარდაუვალი ასიმილაციის პირობებში.
2 -3 ივლისს, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახმეთ მელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ და მიწვეული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ახმედ ოზკან მელაშვილის პიროვნების მისი თურქეთელი ქართველებისა და საქართველოს წინაშე საზოგადო ღვაწლის მისი დამსახურების შესახებ ისაუბრეს…კონფერენციის გახსნით ნაწილს ერთ–ერთი მომხსენებელი სტამბოლის კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, ფეჰმი უზალ (უსტიაშვილი) მართალია წერილობით მაგრამ მაინც მიესალმა. მისასალმებელი სიტყვის – წერილობით ვერსიას აქვე გთავაზობთ:
სიტყვა წარმოთქმული
ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა
ახმედ ოზკან მელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე:
ანადოლიაში უხსოვარი დროიდან არსებობდნენ ქართველები.
მასობრივი მიგრაციები, რომელიც 1876-1877 წლებში დაიწყო,
დღემდე გრძელდება რიგი ინტერვალებით.
ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ უცხოობაშიც შეენარჩუნებინათ საკუთარი კულტურა და ტრადიციები.
როგორც ყველა ერი, ქართველებიც განიცდიდნენ ასიმილაციას და სამწუხაროდ დროდადრო კარგავდნენ მშობლიურ ენასა და იდენტობას.
ქართული თვითგამორკვევის საკითხი, დადგა მაშინ, როცა თურქეთში დემოკრატიული პროცესების განვითარება დაიწყო.
ახმედ ოზკან მელაშვილი, ეს სწორედ ის სახელია, რომელიც თურქეთის ქართველებში მათი ხელახლა გამოღვიძების და უკვე ახალი იმედის ჩასახვას ნიშნავს.
დაწყებული თვითგამორკვევის პროცესი, კიდევ ერთხელ შეაფერხა 1980 წელს თურქეთში დატრიალებულმა ‘’წიწამურმა’’.
თურქეთელი ქართველების ეროვნული გმირი, ახმედ ოზკან მელაშვილი, ბნელმა ძალებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.
საბედისწეროდ გასროლილმა ტყვიამ, ასევე 12 სექტემბრის მოვლენებმა, ჩაახშო – თუმცა ვერ ჩაკლა ის დემოკრატიული პროცესები, რომელმაც ბუნებრივი განვითარება ხელთავიდან 1993 წელს ჰპოვა.
ახმედ ოზკან მელაშვილის თანამოაზრეები, მისი მეგობრები ჟურნალს ,, ჩვენებური’’ გამოაქვეყნებენ .
აღნიშნული პერიოდული ორგანო, საფუძველს უყრის ქართული საზოგადოების განვითარების ახალ ხანას.
უამრავი ისეთი სიკეთე, რომლებიც გამოძახილივით მოჰყვება ჟურნალის გამოცემას, დღემდე გრძელდება და წლებთან ერთად უფრო იხვეწება.
შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქართული ასოციაციები თუ საზოგადოებები …
თუნდაც ის მრავალრიცხოვანი მუსიკალური ფესტივალები ასევე ამ ფესტივალებზე წარმოდგენილი ფოლკლორული ანსამბლების სიმრავლე, რომელიც დღეს არსებობს თურქეთში, უდაოდ არის შედეგი, მასობრივი ეროვნული გამოღვიძებისა!
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროცესის პირობებში, პირველი ქართული ასოციაციის, ქართული კულტურის ცენტრი სტამბოლში, დაარსება და მისი ღვაწლი, მომავალი კულტურული პროცესების განვითარებაში,
ქართული კულტურის ცენტრი ყალიბდებოდა და მოღვაწეობას შეუდგა 2008 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, მეზობელი რუსეთის მიერ იბომბებოდა. აგვისტოს ომმა დიდი პროტესტი გამოიწვია თურქეთში მცხოვრებ ქართველებში და თუნდაც ამ დროს მრავალი ქართველი სულითა და გულით იდგა დედა სამშობლოს სადარაჯოზე.
სამშობლო საქართველომ მართლაც რომ წინა პლანზე გადმოინაცვლა!
(GKM ) ქართული კულტურის ცენტრი სტამბოლში, დღემდე სწორხაზოვნად აგრძელებს ახმედ ოზკან მელაშვილის დასახულ გზას და პერსპექტივებს.
მრავალრიცხოვან საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სახალხო ზეიმებზე გაისმის მისი სახელი და საქმე საამაყო.
თურქეთელი ქართველების ეროვნული გმირის დაწყებული საქმე, მისი შეგონებები, კვლავაც რჩება ქართული საზოგადოების კულტურული განვითარების მთავარ ლაიტმოტივად ისე როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში.

ფეჰმი უზალ უსტიაშვილი
თბილისი 2 ივლისი, 2021 წელი



























