გაიღიმეთ ქალბატონო
გაიღიმეთ ქალბატონო,
ეგ ღიმილი გამშვენებთ,
დარდი, სევდა დაივიწყეთ,
შეეცადეთ დამშვიდდეთ.
ფიქრთა ფერად ოცნებებით,
ვით პეპლები აფრინეთ,
თქვენში ბავშვი გააღვიძეთ,
შეეცადეთ დამშვიდდეთ.
ისევ სევდა მოგეძალათ!?
გული, ძლიერ გატკინეს!?
-აპატიე, – შანსი მიეც,
-სითბო გაუნაწილე.
ღრუბლიანი ამინდია!?
ხასიათი გაფუჭდა!?
შეეცადე, უხმე იმ დროს,
ოდესღაც, რომ გართობდა.
გაიღიმეთ ქალბატონო,
ეგ ღიმილი გამშვენებთ,
დარდი, სევდა დაივიწყეთ,
შეეცადეთ დამშვიდდეთ.
13.11.2024.
ე.სურამელი






























