Niaz Zosidze: . სირცხვილი მე, ამდენ ხანს რომ არ ვიცნობდი ტბეთელ, ცეცხლის მეზობელს…
დაჯექი ამ კაცთან, მოყე ქვეყნის ხებრები, აქეთურ_იქითური, ათვალიერე საოცარი ხელნაკეთობები და ის დღე სასიამოვნოდ გაგისრულდება. ბაჯაღლო გულის, სიკეთის, სიალალის კაცია ალეკო ჭურკვეიძე, თავის შემოქმედებასავით ლამაზი და დახვეწილი…
_ნიაზო, ვეღარ ვარ ძველებურად. ათასნაირი ხელობა მქონდა, ხე-რკინას ჩემს ჭკუაზე ვღუნავდი და ვათვინიერებდი, ცოტა გულმა მიმტყუნა, მარა დროზე მივხედე, გამჭრეს, მიმკერ-მომკერეს, გამარემონტეს, დამაყენეს ფეხზე, ნამეტანი მძიმე საქმეს ნუღა დაეტაკებიო და ქე, ვარ ასე. რამდენი კაი ვინმე აივლ-ჩაივლის, ტკბილ სიტყვას არ დაგამადლის, ყოველგვარ ტკივილს დაგიამებს…
არც ალეკო აკლებს ვინმეს ლამაზ სიტყვას და ტკბილ მზერას…
კაი დღე იყო გუშინ…